ვარსკვლავთა მბოძებელი

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

4652

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1935 წელს, როცა აშშ უმუშევრობამ და სიღარიბემ წალეკა, მთავრობამ, ელეონორა რუზველტის ინიციატივით, გადაწყვიტა, აპალაჩებში მოძრავი ბიბლიოთეკები შეექმნა და წიგნები მიეწოდებინა მთიელებისთვის, რომლებსაც არანაირ ლიტერატურაზე არ მიუწვდებოდათ ხელი. მიზანი წერა-კითხვის პრობლემის მოგვარება, წიგნიერების დონის ამაღლება და ამით უმუშევრობის დაძლევა იყო. რამდენი მეკენტუკელი ქალი ცხენებზე შემოსხდა და მთებში ყოველკვირეული მოგზაურობა დაიწყო. კარდაკარ დადიოდნენ და წიგნები და სინათლე მიჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებსაც იმედი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ეს ქალები უმკლავდებოდნენ ოჯახის წევრებისა და თანაქალაქელების წინააღმდეგობასა და აგრესიას, ურთულეს გზებს, ტყის ცხოველებს, მთვრალ და მოძალადე მამაკაცებს და არც ერთი წუთით არ დაუყრიათ თავიანთი წიგნები, ბოლომდე მიჰქონდათ ყველა კართან. ვისაც კითხვა არ შეეძლო, უკითხავდნენ კიდეც. კენტუკის მოსახლეობამ მათ „წიგნის ქალები“ შეარქვა. ჯოჯო მოიესი ის ავტორია, რომელსაც სულისშემძვრელად გამოსდის სიყვარულსა და თავდადებაზე წერა. ამჯერადაც სიყვარულითა და თავდადებით სავსე წიგნი დაწერა „წიგნის ქალებზე“. ჯოჯო მოიესის რომანი, „ვარსკვლავთა მბოძებელი“, კეთილშობილ, თავდადებულ ადამიანებზე, მათ ბრძოლასა და უდიდეს, უკვდავ სიყვარულზეა, რომელსაც სიძნელეები ვერაფერს აკლებს. რომანი 2019 წელს გამოიცა და შთამაგონებელმა, ადამიანურმა, იმედიანმა ამბავმა სულ მოკლე დროში მოახერხა უთვალავი მკითხველის გულის გათბობა და დიდი აღიარების მოპოვება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-472-19-0
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები440
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინათია ჩუბინიძე
გამოცემის წელი2020