ქალი კამელიებით
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7591
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანმა "ქალი კამელიებით" უკვდავყო ფრანგი დრამატურგის, პოეტისა და მწერლის ალექსანდრე დიუმა შვილის სახელი. ნაწარმოები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მასში აღწერილია ავტორის სასიყვარულო ისტორია. რასაკვირველია, რომანი იმდროინდელ ცნობილ კურტიზანთან მარი დიუპლესისთან უკვალოდ არ ჩაივლიდა. მან დიდი გავლენა მოახდინა დიუმა უმცროსის შემოქმედებაზე. ასე გაჩნდა "ქალი კამელიებით", რომელიც საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას "ტრავიატა". მე-19 საუკუნის პარიზი, უსასრულო მეჯლისები, წვეულებები, საუცხოო ქალები, წარმოსადეგი მამაკაცები... რის ნახვას ველით წიგნში, რომელიც კურტიზანის ცხოვრებაზეა? ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულის? ბედნიერი დასასრულის? არის კი ამ სამყაროში ნამდვილი სიყვარულის ადგილი?.. მარგარიტა გოტიე პარიზის ყველაზე ლამაზი კურტიზანია, ცხოვრობს ფუფუნებაში, აქვს უძვირფასესი კაბები, შურის აღმძვრელი სამკაულები და მის საყვარლობაზე ოცნებობს პარიზელ მამაკაცთა უმრავლესობა. ერთდროულად არის მხიარულიც და სევდიანიც, ვნებიანიც და ცივიც, მორცხვიც და თავაშვებულიც, ამაყიც და მოკრძალებულიც. ისეთ ქალებს, როგორიც მარგარიტაა არ შეუძლიათ დიდი და ნამდვილი სიყვარული, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას ასე სწამს, მაგრამ არა მარგარიტას! ცხოვრებამ მას სასწორის ერთ პინაზე მდიდრული ბინა, უძვირფასესი სამკაულები, ცხენები და ეტლები დაუდო, მეორეზე კი - სიყვარული - ერთადერთი საყვარელი, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვარა. შეძლებს კი ელიტარული საზოგადოება კურტიზანისა და არისტოკრატის ნამდვილი სიყვარულის მიღებას? შეძლებს კი ოჯახი შეეგუოს შვილის ასეთ არჩევანს?.. თვითონ მარგარიტამ კი სიყვარულისთვის ჯერ თავისი მატერიალური კეთილდღეობა გასწირა, მერე - სიყვარულიც და არმანს, მის მამასა და მთელ სამყაროს დაუმტკიცა, რომ ამ წრფელი გრძნობის გულით ტარება კურტიზანსაც შეუძლია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები