ნაწყვდიადევს
რეიტინგი
4.1 / 5
ნახვა
8193
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰარუკი მურაკამი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ნაწყვდიადევს“ ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის ნატიფი რომანია. რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს. ეს არის ისტორია ღამის ქალაქზე, ისტორია დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ღრმად ჩასწვდე, ეძებო და აღმოაჩინო კიდეც ამ რომანის იდუმალ სიღრმეებში რაღაც მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებიც მწერალს სურდა, მკითხველამდე მიეტანა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის. უბრალოდ, უნდა დატკბე ამ წიგნის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელიც ჩნდება მხოლოდ ღამით, როცა მზე ჰორიზონტს მიღმაა, როცა უკლებლივ ყველა ფანჯარაში შუქი ქრება, ქუჩას კი მხოლოდ ფარნები ანათებს; სწორედ ამ დროს წიგნის მთავარი გმირებიც კი არც ისე მთავარ გმირებად გვეჩვენება. მათი ისტორიები ცაში გამკრთალი ვარსკვლავებივით გაიელვებს ხოლმე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები