მშვენიერი
და
მსუბუქი -
I
ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ზაფხულს ჰემპტონში ატარებდა, ჯენი უილკოქსს, მოხერხებულობისა და სრულიად უსაფრთხო „ჯიტ-სისტემის“ დაზღვეული ბილეთის წყალობით არც ბინის ქირა გადაუხდია და არც რაიმეს შესაძენად გაუმეტებია ფული. 90-იან წლებში ჯენის მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა და შეეძლო, მოდელი გამხდარიყო, სცადა კიდეც. სწორედ ამ მცდელობის წყალობით ითამაშა ცნობილ ინტელექტუალურ მხატვრულ ფილმში (რომელიც ყველას ასე ძალიან უყვარს), მამაკაცთა სასურველი სექსსიმბოლოს როლი. სხვა განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. თუმცა ეს როლი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, შეენარჩუნებინა „ცნობადი სახის“ რეპუტაცია და ალღომ უკარნახა, რომ შეიძლებოდა, ამით ესარგებლა და უზრუნველად ეცხოვრა. საჭირო იყო მხოლოდ ჟინი და თანდაყოლილი შესაძლებლობების გამოყენება.
ასე რომ, ყოველი წლის მაისში ჯენი საზაფხულო სახლის, უფრო სწორად - ასეთი სახლის პატრონი მამაკაცის - ძებნას იწყებდა. ფული არ ჰქონდა, მაგრამ ეს რა მოსატანი იყო, როცა გარს მდიდარი მეგობრები ეხვივნენ და მათ წრეში შეძლებული მამაკაცის პოვნა ძნელი სულაც არ იყო. ჯენიმ მშვენივრად იცოდა მდიდარი კაცის ხელში ჩაგდების საიდუმლო, რომლის ამოხსნას ბევრი ქალი ვერ ახერხებდა - მთავარი იყო, მათზე გათხოვების ილუზია არ გქონოდა! ნიუ-იორკში არ მოიძებნებოდა მდიდარი მამაკაცი, რომელიც უარს იტყოდა სასიამოვნო გარეგნობის ქალის გვერდით ყოფნაზე, გენიტალიების სისტემატურ დამუშავებასა და პერმანენტულ მინეტზე, მით უფრო, თუ ეს ქალი მისგან განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვდა. თანაც, სურვილიც არ გასჩენია გათხოვებისა, რადგან ყველა მდიდარი კაცი, ვისთანაც რომანი ჰქონია, ან გამოუცდელი იყო, ან გარყვნილი. ასე რომ, უიკენდის მოახლოებისას ჯენი, როგორც წესი, დამშვიდებული სინდისით წყვეტდა მათთან ურთიერთობას...
სამაგიეროდ, ჯენის ყოველთვის ჰქონდა შესანიშნავი სახლი და დროებითი მამაკაცის მანქანა გასასეირნებლად. მას მოსწონდა სპორტული (მაგრამ არა მეტისმეტად) მანქანები, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა, „ფერარი“ ან „პორშე“... თუმცა მათ პატრონებს თავდავიწყებით უყვარდათ თავიანთი „ლამაზმანები“ და არავის აძლევდნენ მათი მართვის უფლებას, განსაკუთრებით - ქალებს, თუმცა ჯენი გამონაკლისი იყო.
პიტერი - შოუბიზნესის სამყაროში ცნობილი ახალგაზრდა ადვოკატი, ვისთანაც ჯენიმ ბოლო ზაფხული გაატარა, სწორედ ასეთი იყო. მას ჰქონდა ღია ოქროსფერი, ქერა, მოკლედ შეკრეჭილი თმა და ისეთი სხეული, რომ მამაკაცის თეთრეულის რეკლამაში მონაწილე ნებისმიერ მოდელს გაუწევდა კონკურენციას. ამასთანავე, პიტერი თავისუფალი დროის შესანიშნავად გატარების დიდოსტატად ითვლებოდა. ისინი პაემანზე შეხვდნენ, ასე ვთქვათ, „ბრმად“, თუმცა, მანამდე, წლების განმავლობაში, სხვადასხვა წვეულებაზე ასჯერ მაინც უნახავთ ერთმანეთი. პიტერმა ჯენი ვესტ-ვილიჯში, თავის სახლში, მიიპატიჟა, რადგან მთელი დღე ძალიან დაკავებული იყო და რესტორნისთვის არ სცხელოდა.
ზარის დარეკვის შემდეგ ჯენის კარგა ხანს მოუხდა კართან ლოდინი, დაახლოებით თხუთმეტი წუთი, მაგრამ ეს დიდად არ განუცდია, რადგან კარგად ახსოვდა თავისი მეგობრის (ცნობილი ელიტური ქალბატონის), პიტერის კოლეჯის ნაცნობისა და მათ შეხვედრაში „მთავარი დამნაშავის“ არაერთგზის ნაამბობი უშველებელ, ძველ სახლზე ლილი-პონდ-ლეინზე.
იმის გამო, რომ პიტერს უთუოდ უნდა გაესეირნებინა თავისი ძაღლი, სადილის შემდეგ ქალს ქალაქის ბინაში წასვლა შესთავაზა. სამზარეულოში ჯენიმ შენიშნა მაცივრის კარზე მიმაგრებული ფოტო, რომელზეც საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი პიტერი იყო გამოსახული. მისი ძლიერ დაკუნთული მუცელი მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა... ჰოდა, ალბათ, ამიტომ, ჯენიმ გადაწყვიტა, იმ ღამესვე ჰქონოდა სექსი პიტერთან.
ეს მოხდა ხსოვნის დღის წინადღეს, ოთხშაბათს. მეორე დილით კი, პიტერმა ჯენის უიკენდზე ქალაქგარეთ, თავის ძველ სახლში წასვლა შესთავაზა, თან მადუღარას აზუზუნებდა - კაპუჩინოს ამზადებდა.
ქალი ელოდა ამ წინადადებას. მართალია, პიტერთან სექსი სულაც არ იყო საუკეთესო, მათ შორის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ჰქონია (ყველაფერი რამდენიმე უხერხული კოცნით დაიწყო... პიტერი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და პენისს წვალება დაუწყო, რათა პრეზერვატივის მოსარგებად „გამოეცოცხლებინა“, მხოლოდ ამის შემდეგ „მიუჩინა სათანადო ადგილი“), მაგრამ ჯენი მაინც კმაყოფილი იყო.
პიტერს ფრანგული მოკრივის შორტი ეცვა, ტანზე მომდგარი და წინ ღილებით.
- შენ საკმაოდ მოხერხებული ხარ, ალბათ, თავადაც იცი... - უთხრა ქალს, თან კაპუჩინოს ასხამდა მომინანქრებულ ფინჯნებში.
- რა თქმა უნდა.
- სერიოზულად ვამბობ, შენ ხომ თავად გადაწყვიტე ჩემთან დაწოლა...
- ამ საქმის გადადება არ ღირდა...
- ქალებს არ ესმით, რომ ჩემნაირ მამაკაცებს მათი დევნის დრო არა აქვთ, - კაპუჩინოს ბოლო ყლუპი მოსვა და ჭიქა ფაქიზად გამორეცხა, - ეს საშინლად მოსაწყენია, შენ უნდა დაეხმარო ყველა შენს მეგობარს და ურჩიო, რომ მოეშვან ამ სულელურ ქალურ თამაშებს. იცი, რას ვაკეთებ, თუ გოგო მეორე ან მესამე შეხვედრის შემდეგ ჩემთან არ წვება?
- არ ვიცი, - თქვა ჯენიმ.
პიტერმა მისკენ