ლუსტრაციის კანონი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
49533
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირაკლი ქვარაია
გამომცემლობა
irakvara
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანში აღწერილია, ერთი ახალგაზრდა კაცის ცხოვრების და სიყვარულის ისტორია, საქართველოში ე.შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ეროვნული ხელისუფლების დამხობამდე პერიოდში ანუ მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან 1992 წლის იანვრამდე. სრული განუკითხაობის პერიოდში, მთავარი გმირის ხელში შემთხვევით აღმოჩნდება, საქართველოს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიერ მასზე შედგენილი სქელტანიანი “პირადი საქმე”. საკუთარი “დოსიეს” წაკითხვის პროცესში იგი ბევრ საინტერესო მოვლენას იხსენებს და აანალიზებს. მისი თვალთვალი ინსტიტუტში მოწყობისთანავე დაწყებულა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად შეუწყვეტლივ ხორციელდებოდა, უამრავი დამსმენებისა და ინფორმატორის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე. განვლილმა წლებმა ის სიძნელეები გაახსენა, რომელიც დაკავშირებული იყო სწავლასთან, სამეცნიერო მოღვაწეობასთან, კარიერულ წინსვლასთან, სამსახურებრივ საქმიანობასთან და ცხოვრების ცალკეულ ეტაპებთან. “საკუთარი საბუთების” გაცნობის პროცესში, საოცრად ადვილად გამოავლინა იმ ეპოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ქვეყნის სათავეში მყოფი თანამდებობის პირების რეალურ მისწრაფებები და მათი ურთიერთდაპირისპირების ნამდვილი მიზეზები. საკუთართან თავთან დაკავშირებით, ბევრი ისეთი ამბავიც შეიტყო, რომელიც თავის დროზე ბურუსითა და დიდი გაუგებრობებით იყო მოცული.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები