ტავერნა „10 სექტემბერი“
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
3164
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
აკა მორჩილაძე
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
„ჩემი ფიქრით, მთელი ღირსებაც და მთელი ნაკლიც აკას წიგნებისა, ყველა წიგნისა, იმათიც, რომლებიც მომწონს და გულზე მხვდება და სხვებისაც, დანარჩენების, არის სიხარულში შერეული დარდი, არასოდეს მეტისმეტი ტანჯვა, მგონი, და მარგილზე წამოგება, არც სიშიშვლე ჭრილობისა და ჩირქის დენა იმ ჭრილობიდან, ღია და მხოლოდ საყურებლადაც კი თვალებისდამთხრელი, არამედ დარდი, რომელსაც სიხარულმა აჯობა, ქვეყნად ყოფნის და წიგნის კითხვის და მზის და მიწის სიხარულმა, მაგრამ და ოღონდ კი ეს დარდი მაინც შეერია ამ სიხარულს და შერჩა. მთელი ოსტატობა კი მწერლისა, ამ ჩვენის, მე თუ მკითხავს ვინმე, ის არის, რომ ეგ ორი, დარდიცა და სიხარულიც, აღარ გამო ერჩევა აკას წიგნებში ერთმანეთს, მაგრამ სიხარული მაინც სიხარულია და დარდიც ისევ და მუდამ დარდი. ორივე ერთადაც არი და ცალ-ცალკეც. ჰო და კიდევ მგონია, რომ ჯადოსნობა ავტორისა, გინდა ნიჭი, ეგ არის სწორედ, რომ თამაშის დროსაც იმის სიტყვებისგან სველი გუნდა კეთდება, სველი და შავი, მიწისა“ – ზაალ ჩხეიძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები