ვინილომაგია-ვინილომანია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1810

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ის გასული საუკუნის 50-იან წლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით. მისი წყალობით, მუსიკა გასცდა ტრადიციულ, სახელოვნებო სივრცეს და იქცა სოციალურ ფენომენად, რომელმაც განაპირობა სრულიად ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება. რა გახდა დღეს, 21-ე საუკუნეში, "ბებერი" ვინილის ხელახალი გაცოცხლების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში და გაიგებთ იმასაც, როგორ იქცა ვინილი ერთდროულად მანიად და მაგიად ასიათასობით მელომანის, აუდიოფილისა და კოლექციონერისთვის. თემურ ტონია - სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. 1980-იანი წლების ბოლოდან საქმიანობდა ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სექტორში. 2010 წლიდან FIFA-ს ლიცენზირებული ფეხბურთელთა აგენტია და სათავეში უდგას თავისი ვაჟის, ალექსანდრე (აკა) ტონიას მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო საფეხბურთო ბიზნესკომპანიას. ავტორია წიგნისა "ჯონ ლენონი".

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-29-995-7
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები260
გამოცემის წელი2019