ჰანს-გეორგ გადამერის ესთეტიკური კონცეფცია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1422

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნი წარმოადგენს გერმანელი ფილოსოფოსის, ჰანს-გეორგ გადამერის, ფილოსოფიური ჰერმენევტიკის ანალიზს, რომელსაც ეფუძნება მისი ესთეტიკური კონცეფცია. კვლევისას, ესთეტიკურ-ისტორიულ ჭრილში განხილულია პრობლემა ხელოვნების მარადიულობის შესახებ. გადამერი თავის უმთავრეს ნაშრომში „ჭეშმარიტება და მეთოდი“ ამტკიცებს, რომ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს მეთოდი, რომელიც განკარგავს ჭეშმარიტებას და რომ ფილოსოფიაში არ გვაქვს უტყუარობის კრიტერიუმები. ასეთი მიდგომით, გადამერს ფილოსოფიური ჰერემენევტიკის საკითხი მეთოდოლოგიური ასპექტიდან ონტოლოგიურში გადააქვს, რამაც განაპირობა ის, რომ ამოსავალ წერტილად იქცა ხელოვნება, როგორც გამოცდილების წვდომის შესაძლებლობა. ჰერმენევტიკა, როგორც გაგებისა და განმარტების ხელოვნება, თანდათან უფრო იძენს მზარდ სააზროვნო ძალას და, ამასთანავე, ინარჩუნებს მძლავრი შემოქმედებითი მუხტის ფუნქციას. ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, როგორც უნივერსალური ფილოსოფია, მოწოდებულია პასუხი გასცეს მნიშვნელოვან ფილოსოფიურ კითხვას: როგორაა შესაძლებელი გარშემომყოფი სამყაროს გაგება და ამ გაგებაში როგორაა ჩართული ყოფიერების ჭეშმარიტების საკითხი. ფილოსოფიური ჰერმენევტიკის არსის კვლევა და ხელოვნებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და გადააზრება განსაზღვრავს წიგნის აქტუალობას. ვფიქრობთ, ის დახმარებას გაუწევს ფილოსოფიური ჰერმენევტიკითა და ხელოვნების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-13-506-4
გამომცემლობანატალია ბერძენიშვილი
გვერდები188
გამოცემის წელი2020