ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
რეიტინგი
4.9 / 5
ნახვა
2441
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფრედრიკ ბაკმანი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს – ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინებელი მტერი... კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება. „შვიდი წლის ყველა ბავშვი იმსახურებს სუპერგმირის ყოლას. ამას წყალი არ გაუვა... და ვინც ამას არ ეთანხმება, თავში რაღაც რიგზე არა აქვს“, – ამ სიტყვებით იწყება და მთავრდება შვედი მწერლის, ფრედრიკ ბაკმანის ეს შესანიშნავი წიგნი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები