თარგმნისა და თარგმანის პრობლემები: ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობების ქართული თარგმანები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2969
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ეთერ ჭურაძე
გამომცემლობა
ეთერ ჭურაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
დღეს, როდესაც კიდევ უფრო გაიზარდა ნათარგმნი ლიტერატურის რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა, რომ მეცნიერულ მიღწევებს თარგმანი ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება, რაც საგრძნობლად აკნინებს შესრულებული თარგმანის დონეს. ხშირად ვრწმუნდებით, რომ თარგმანის თეორიის მონაპოვარი მხატვრულ თარგმანში გათვალისწინებული არ არის. აქედან ჩნდება მხატვრული თარგმანის შეფასების მართებული კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლის წინაპირობასაც წარმოადგენს დედნისა და თარგმანის ლინგვისტიკური ანალიზი. თარგმანის კრიტიკას, რომელიც კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია, დიდი მისია აკისრია. ამ დისციპლინათშორისმა დარგმა, რომელიც შემაერთებელი რგოლი უნდა იყოს თარგმანის თეორიასა და პრაქტიკას შორის, უნდა განსაზღვროს მხატვრული თარგმანის შეფასების სანდო კრიტერიუმები და გააჯანსაღოს თარგმანის პროცესი. თარგმანის მეცნიერული კვლევისას თარგმანის შეფასება მისი მიღწევების შესაბამისი კომპლექსური ანალიზით არის შესაძლებელი, რომელიც წყარო ტექსტის მართებული ინტერპრეტაციიდან გამომდინარეობს. ამგვარი კვლევა თარგმანის სფეროში იძლევა შესაძლებლობას, განვაზოგადოთ მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული შედეგები. ეს შედეგები თარგმანმცოდნეობისთვის, როგორც მეცნიერებისა და მთარგმნელობითი საქმიანობისთვის, კონკრეტული დასკვნების საფუძველს შეიძლება გვთავაზობდეს. წინამდებარე წიგნიც - „თარგმნისა და თარგმანის პრობლემები: ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობების ქართული თარგმანები“ ეხმიანება აღნიშნულ საკითხებს და, თარგმანის ხარისხის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრით, შეეცდება, წარმოაჩინოს მთარგმნელის წინაშე თარგმნისას ხშირად გადაუჭრელი პრობლემები და მათი შედეგები - თარგმანის ტექსტის თვისებრიობა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები