სიზმარი არმაგედონზე
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
4754
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰერბერტ უელსი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ. ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი ჰერბერტ უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის მამად ითვლება. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩილი წერდა: „საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შეეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორიც არის „პირველი ადამიანები მთვარეზე“ და „სამყაროთა ომი“, იმდენი ლიტერატურული მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“. უელსის მოთხრობა „სიზმარი არმაგედონზე“ სწორედ ასეთი „მიგნებებითა“ და წინასწარმეტყველებებით არის გაჯერებული. ეს არის ამბავი კაცზე, რომელსაც მომავალი დაესიზმრა, თუმცა სიზმარი მას ტრაგიკულ აწმყოდ, კაცობრიობას კი საბედისწერო მომავლად ექცა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები