მალტის შევარდენი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
1623
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დეშილ ჰემეთი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჯგუშიამ. მალტელ რაინდთა ორდენის მიერ ესპანეთის იმპერატორისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი განძი – ბრილიანტებით მოოჭვილი „შავი შევარდენი“ – უამრავ პატრონს გამოიცვლის, მე-20 საუკუნის ამერიკაში აღმოჩნდება და თავის გზაზე სისხლიან ნაკვალევს დატოვებს. ბოლომდე არავის სჯერა მისი არსებობის, მაგრამ ადამიანები მაინც დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს ამ ზღაპრული ნივთის ხელში ჩასაგდებად... დეშილ ჰემეთი – დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი – 1894 წელს ამერიკაში, მერილენდის შტატში დაიბადა. სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ბევრი სამსახური გამოიცვალა, სანამ მუშაობა ალან პინკერტონის დეტექტიურ სააგენტოში არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მაგრამ ჯერ ესპანური ციებით, ხოლო შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. აქ მან მომავალი მეუღლე, მედდა ჯოზეფინ დოლანი გაიცნო. სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა „მალტის შევარდენი“, რომლის მიხედვითაც 1941 წელს ფილმიც გადაიღეს. თავისი ხუთივე დეტექტიური რომანი ჰემეთმა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, სან-ფრანცისკოში დაწერა. სწორედ ამიტომ, მის რომანებში მოქმედება, უმთავრესად, ამ ქალაქში ვითარდება. დეშილ ჰემეთი 1961 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ომის ვეტერანი მწერალი არლინგტონის სასაფლაოზეა დაკრძალული.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები