ბეილერები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1137
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო ნანობაშვილი
გამომცემლობა
ნინო ნანობაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მაჩვენებს თავის სულელურ ბარათებს, სადაც მაგალითად, სამი სხვადასხვა ყვავილი და კატა იქნება გამოსახული და მკითხავს ნაზი, შემპარავი ხმით — რომელია ზედმეტიო. მე აუცილებლად კატა უნდა გამოვრიცხო, თუმცა სამი ყვავილიდან თუ არც ერთი არის ზედმეტი, ვითომ რაღა მაინცდამაინც ერთი კატა იქნება მეოთხე და ისიც ზედმეტი? იქნებ სულაც ყველა საჭიროა და მე ვარ აქ ზედმეტი!?... მრავალმნიშვნელოვნად გახედა ხანშიშესულ ექიმს უკვე ყვირილზე გადასულმა ვანომ." --- ნინო ნანობაშვილი. "ჩვენ ვერასდროს ვტოვებთ ფსიქიკის ფარგლებს. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ ფსიქიკაა." "რას გრძნობს ის ვისაც არასდროს ავიწყდება, რომ ცილი დასწამეს ან ის ვისაც სქესი შეუცვალეს ან ის ვისაც ეშმაკები ემუქრებიან ანდა ის ვისაც ყოველდღე წამლავენ?" "ბეილერები სწორედ ასეთ რეალობებს აღწერს, ოღონდ თავად სუბიექტის მხრიდან დანახულს. გასაკვირია, რომ ექიმმა ამ სიღრმიდან შეძლო ყველა ამ შემთხვევის დანახვა და მკითხველისთვის ჩვენება. ცალკეული ისტორია ავტორის კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარეობს და იმის დემონსტრირებას ახდენს თურამდენად ახლოს შეიძლება მიიტანოს ექიმმა თავისი პაციენტის განცდები და რამდენად ოსტატურად გადმოსცეს ეს ყოველივე მან როგორც ხელოვანმა მკითხველს." -- გიორგი გელეიშვილი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები