იტვირთება...

მასონობა და ოკულტიზმი

სოლომონ ასურელი

2018 წელი | Solomon Asureli TM
5,450 ნახვა
5
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
16
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის ნაშრომი „მასონობა და ოკულტიზმი“, გაგრძელება ციკლის, რომელიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ტრადიციებზე, ოკულტიზმზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, მარტინისტთა ორდენის აღმოცენებაზე, ჰერმეტიკულ საზოგადოებებზე მათ განვითარების ისტორიას და სხვადასხვა მოვლენის ურთიერთკავშირს ისტორიულ და ორგანიზაციულ ჭრილში. ჩემი წიგნების ციკლი დავყავი ოთხი მიმართულებით - „მიწა“, „ჰაერი“, „წყალი“ და „ცეცხლი“, თითოეულში კი 3 ნაწილია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, ამ წიგნებში აღწერილ საკითხებზე ცოდნა საკმაოდ ბუნდოვანია ან მცდარი. შესაბამისად, ვცდილობ მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოვაჩინო რიგი საკითხები, თემები, რომელთა ცოდნა და ანალიზი აუცილებელია, ყველა განათლებული, კულტურული და განვითარებული ადამიანისთვის. ხშირად, ჩემს წიგნებში, ვიყენებ სიტყვა „სამწუხაროდ“-ს, იმის აღსანიშნად, თუ როგორი სავალალო მდგომარეობაა ღირებული, აკადემიური და ავთენტური ლიტერატურის თუ წყაროების მხრივ ქართულ შემეცნებით სივრცეში. ენების ფლობაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ უზარმაზარ ინტერნეტ სივრცეში დაინტერესებული ადამიანი ნამდვილად ღირებულ და სანდო წყაროს გადააწყდება. ხშირად, ამა თუ იმ საკითხზე, წარმოდგენას ვიქმნით მონაყოლის, „ყურის მოკვრის“ დონეზე, ან ძალიან საეჭვო წყაროებით, ან შესაძლოა „სანდრო“ – „ავტორიტეტი“ პიროვნების მონათხრობიდან, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ასევე მცდარია და მხოლოდ პირად, სუბიექტურ აზრს, გემოვნებას ეფუძნება და უარეს შემთხვევაში - თავად გარკვეული პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს. თუ დავუჯერებთ უცხო სიტყვათა ლექსიკონს, მაგალითად, ოკულტიზმი ეს არის მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება; მათ მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა, მ.შ. - მაგიური მოქმედებით. ტერმინი ოკულტური მეცნიერება ევროპაში მეთხუთმეტე საუკუნიდან დამკვიდრდა, მოიცავდა რა ასტროლოგიას, ალქიმიასა და ბუნებრივ მაგიას. ტერმინი ოკულტიზმის სამშობლო საფრანგეთია, სადაც უკვე მეთვრამეტე საუკუნეში ოკულტიზმი გახდა [ტერმინი] ასოცირებული სხვადასხვა ფრანგულ ეზოთერულ ჯგუფთან, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იყვნენ დაკავშირებული პაპიუსთან, ვილერმოზთან, ელიფას ლევისთან და სხვებთან. ინგლისურ ენაში ეს ტერმინი მხოლოდ 1875 წელს გამოჩნდა, ელენე ბლავაცკაიას დამსახურებით. ეს ტერმინი, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში გამოიყენება მრავალი ეზოთერიკოს მკვლევარის მიერ, მოიცავს რა სხვადასხვა ეზოთერულ სწავლების აღნიშვნას, როგორიც არის მაგ. : თეოსოფია, ანთროპოსოფია, სპირიტუალიზმი, ა.შ. ქართულ ცნობიერებაში ეს ტერმინი შემოვიდა სამწუხაროდ რუსეთიდან, სადაც მძლავრობს ორი ანტაგონისტური - რელიგიური ან ათეისტური აზროვნების კულტივაცია, სახელმწიფოს ინტერესების სამსახურში... ამიტომაც, ქართულ ცნობიერებაში დაილექა ანალოგიურად - ან რელიგიური ან ათეისტური აღქმა. ათეისტური მარტივად ახსნადია - არ არსებობს როგორც ღმერთი და რელიგიები, ასევე ზებუნებრივი ენერგიები, სულები, მაგია და სხვა მსგავსი, ყველაფერი დადის უხეშ მატერიალიზმამდე და მეცნიერების „იდეოლოგიზაციამდე“. აი რუსული რელიგიური კონტექსტიდან შემოსული „განმარტებები“ გაცილებით უფრო „მძიმე“ და რთული ფონია. ერთი, რომ სამწუხაროდ [აი, კიდევ ერთხელ ეს ტერმინი], რელიგიურ სიმეტრიაში რუსეთსა და საქართველოს ერთი რელიგია გააჩნიათ, რაც რუსეთის რეაქციულ წრეებს აძლევს საშუალებას აღნიშნული გამოიყენოს საქართველოს მოსახლეობაზე პოლიტიკური და იდეოლოგიური ზემოქმედებისთვის. მეორე, - საბჭოთა კავშირის დაშლის და რელიგიის ოფიციალურად დაშვების შემდეგ, რელიგიურ ინსტიტუტებში გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც ელემენტარულად მხოლოდ რუსულ ენას ფლობდნენ, შესაბამისად მათი ინფორმაციის წყარო მხოლოდ რუსულენოვანი საშუალებებია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მასონობა და ოკულტიზმი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
5450
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]