მაკულატურა

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

3086

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ. „მაკულატურა“ ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის, უკანასკნელი ნაწარმოებია და 1994 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე გამოიცა. ჟანრობრივად ეს რომანი გროტესკია - თავისებური ხედვა ადამიანის დანიშნულებასა და მისი ცხოვრების ამაოებაზე, გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. იგი დაწერილია უკიდურესი ლიტერატურული ოსტატობით, მკითხველი კი იმდენს გაიგებს და იგრძნობს მისი წაკითხვის შემდეგ, რამდენსაც თავად მოიწადინებს.რომანი აგებულია სიტუაციებად, სცენებად, ხოლო თითოეულ სცენას მოულოდნელი, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი დასასრული აქვს. „მაკულატურა“ სავსეა მინიშნებებით, სახელებითა და სიმბოლოებით, რომელთაგან არც ერთი, ფაქტობრივად, თავისი პირველადი მნიშვნელობით არ გამოიყენება.მათ, ვისაც მხოლოდ „სერიოზული“, ღრმა, მგრძნობიარე, სენტიმენტალური ლიტერატურა უყვარს, ეს რომანი, ალბათ, გულგრილს დატოვებს. მაგრამ ის მკითხველი, რომელიც არ იქნება უარზე, მწერალთან ერთად იხულიგნოს, აჰყვეს ავტორს და სცადოს, ცოტა ხნით მაინც გათავისუფლდეს თანამედროვე სამყაროს მოსაწყენი სოციალურობისგან, ნამდვილად კმაყოფილი დარჩება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები242
თარგმანიზაალ ჩხეიძე
მთარგმნელიმერაბ მეტრეველი
გამოცემის წელი2017