პოეზია 2008 - 2013
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
7265
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი კეკელიძე
გამომცემლობა
სიესტა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ენისადმი ნდობა „პოეზიაში 2008-2013“ უსაზღვროა. რამდენადაც უსაზღვროა, იმდენად ღრმაა, ფსკერამდე, ძირამდე, სემანტიკურ სიშიშვლემდე დადის. ენა პოეტის ინსტრუმენტია, მაგრამ თავად მკეთებელი (პოიეტეს) ენის ინსტრუმენტი ხდება, რომლის უნარითაც ენა აჩენს თავის სიღრმისეულ შესაძლებლობებს. თუმცა ამით იმას არ ვამბობთ, რომ პოეტი-შემოქმედი პასიურია ამ სიტყვის ტრივიალური, ყოფითი გაგებით. პოეტი ქვეცნობიერად ფლობს ენის სტიქიას, რომელიც შემოქმედებით პროცესში, როგორც ქურაში, ახალ-ახალ, ჯერეთ უცნობ საზრისებს აჩენს. სიტყვათა ერთმანეთთან მეზობლობა, ავტორისგან დამოუკიდებლად, ახალ მნიშვნელობათა ჰორიზონტებს გადაშლის. სიტყვა ბადებს სიტყვას, სიტყვა იბადება სიტყვიდან - და ეს პოეტის უნებურად ხდება, მაგრამ რაც ხდება, მასში და ყოფიერების სახლში ხდება. ანდაზებიდან თუ იდიომატური თქმებიდან, რომლებიც მისი ენის ორგანული შემადგენელი ნაწილია, ახალი რეალობები იჩეკება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები