იტვირთება...

ბავშვობის ასაკობრივი პერიოდიზაცია

ელგუჯა მაკარაძე

1,886 ნახვა
2
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბავშვი - უზარმაზარი სიხარული და სასიამოვნო საზრუნავი, მას აქვს სრული უფლება, რომ ბედნიერი გაიზარდოს. აღზრდა მარტო „ჭამისაგან სიმაღლეში მატებას არ ნიშნავს“ (რუსულად „ в о с п и т а н и е „). ყოველ ბავშვს სხვადასხვა ასაკში ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა ხ ა ს ი ა თ ი ა ქ ვ ს დ ა ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა მ ი დ გ ო მ ა ს ს ა ჭ ი რ ო ე ბ ს ! ა ხ ა ლ შ ო ბ ი ლ ი - დაბადებიდან 1.5 თვემდე; ჩ ვ ი ლ ი - 1.5 თვიდან მე-6 თვემდე; ა ბ ა რ გ უ ლ ა - 5 თვიდან 1 წლამდე; ბ ა ლ ღ ი : 1-2-3 წ.წ; ყ რ მ ა : ბიჭები 4-5-6-7 წ.წ, გოგონები: 4-5-6 წ.წ; ყ მ ა წ ვ ი ლ ი : ბიჭები 8-9-10-11-12 წ.წ, გოგონები 7-8-9-10 წ.წ; თ ი ნ ე ი ჯ ე რ ი : ბიჭები 13-14 წ.წ, გოგონები 11-12 წ.წ; მ ო ზ ა რ დ ი : ბიჭები 15-16 წ.წ, გოგონები 13-14 წ.წ; ჭ ა ბ უ კ ი : ბიჭები 17 წელი და ზევით, გოგონები 15 წელი და ზევით.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ყველა ადამიანს თავისი ჭკუა მოსწონს, ოდითგან ასე იყო და ასეც იქნება მუდამ, ეს ძალიან დიდი ნაკლი არ არის, რადგან სხვის ჭკუაზე სიარული მაინცა და მაინც ვერაფერი სიკეთეა ადამიანისათვის, მაგრამ ადამიანებისათვის, რომლებსაც თავისი თავი იან ამოს კომენსკიზე უფრო დიდი პედაგოგებად მიაჩნიათ მხოლიდ იმიტომ, რომ შვილი მათია და აქვთ სრული უფლება, როგორც სურს, ისე აღზრდონ იგი, ეს ცოდვა კი არა, დანაშაულია, რადგან ადამიანი საზოგადოებისათვის იზრდება, რომლისთვისაც სულაც არ არის სულ ერთი, თუ როგორი იქნება მისი მომავალი წევრი და კიდევ მეტი, თვით პიროვნება იქნება ყველაზე მეტად დაჩაგრული მისი ცუდი აღზრდის გამო. რა თქმა უნდა, არსებობენ ოჯახები, სადაც ტრადიციულად იზრდებიან ღირსეული პიროვნებები, მაგრამ ასეთი ოჯახები არც თუ ბევრია, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ შვილების აღზრდის საქმეს სპეციალისტებს მივანდობთ, ან ზოგიერთ რამეს სწორი აღზრდის შესახებ მათ დვეკითხებით, ან თვითონ გავიღრმავებთ ამ მხრივ ჩვენს საკუთარ ცოდნას, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიამოვნება, სიხარული და ბედნიერება, ვიდრე საკუთარი შვილების თავადვე აღზრდა. ამ ნაშრომის მიზანს სულაც არ წარმოადგენს მშობელთა პედაგოგიური განათლება, რადგან შეუძლებელია, რომ ყველა მშობელი პედაგოგი იყოს, მაგრამ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ მშობელს უკეთესად შეუძლია გაუგოს თავის შვილს, ვიდრე სხვა ვინმეს. ამის გაკეთებას უკეთესად შეძლებს, თუ გაითავისებს, რომ ბავშვი ზრდის პროცესში იცვლის თავის ხასიათებს და სხვადასხვა ასაკში აღმზრდელის სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს. სამწუხაროდ ბევრი მშობელი თავის შვილში ამ ასაკობრივ ცვლილებებს სრულიად ვერ ამჩნევს, ან საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. „სამწუხაროდ“, რადგან ბავშვის აზრდაში დაშვებული ყოველი შეცდომა ხასიათის ბევრ უხერხულ თავისებურებებად გამოვლინდება ზრდასრულობაში, რაც დიდად შეაწუხებს საზოგადოებასაც, მშობლებსაც, უფრო კი - თვით საკუთრივ პიროვნებას. ამიტომაც ბრძანა დიდმა შოთამ: „ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი.“
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ბავშვობის ასაკობრივი პერიოდიზაცია
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
სახელმძღვანელო
ნახვები:
1886
რეიტინგი:
2
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
2
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]