იტვირთება...

მასონობა და ეზოთერიკა

სოლომონ ასურელი

2018 წელი | Solomon Asureli TM
7,194 ნახვა
5
(0 რეცენზია /8 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
16
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის მცირე ნაშრომი „მასონობა და ეზოთერიკა“, რომელშიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ეზოთერულ ტრადიციებზე, მ.შ. წმინდა გეომეტრიის არსზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, და სხვა მრავალ საინტერესო ეპიზოდს საძმოს და კაცობრიობის ისტორიიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიად ლოჟას (www.grandlodge.ge) და ყველა ჩვენს ძმას, იმისათვის, რომ ვგრძნობთ მათ არსებობას, სიყვარულს და მხარდაჭერას!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნი - მცირედი ბროშურა, განეკუთვნება როგორც მასონ ძმებს, ასევე, საინტერესო იქნება პროფანებისთვის. მასონური ორდენის არსის გასაგებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოების, ორდენის, აზროვნების ფილოსოფიის და რიგი ინდივიდების ცხოვრების შესწავლა. მასონობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 1717 წელს ლონდონში, ინგლისში დაფუძნდა პირველი მასონური დიადი ლოჟა. რას ნიშნავს ეს? სულ მცირე იმას, რომ მასონობა გაცილებით ადრე არსებობდა და 1717 წელს ლონდონის დიადი ლოჟის შექმნით მოხდა რამდენიმე სიმბოლური ლოჟის გაერთიანება საერთო ჭერის ქვეშ. შეიქმნა პირველი „ფედერაციუ-ლი სტრუქტურა“ მსოფლიოში. ამ თემაზე, ზოგადად ინგლისურ მასონობაში განვითარებული მოვლენების, განხეთქილების, სამი დიადი ლოჟის არსებობის და მე-19 საუკუნეში ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის შექმნის შესახებ, ვსაუბრობ ჩემს ნაშრომში „მასონური საიდუმლოს ფესვები“, მეორე გამოცემაში. იქვე წარმოდგენილია მასონობის მეორე რეგულარული ხაზის - კონტინენტური ანუ ფრანგული ხაზის განვითარების ისტორია და საუბარია დღევანდელი მასონობის აკვანზე - შოტლანდიაზე და სხვა საინტერესო ისტორიულ ფაქტებზე. ყოველივე ეს ეხება „თანამედროვე“ მასონობას, რომელიც სავარაუდოდ 400 წლის მაინც არის, მაგრამ რა იყო მანამდე? ვინ იყვნენ თანამედროვე მასონობის სულისჩამდგმელები? რომელი საზოგადოებები ან იქნებ რაინდული ორდენები, მაგიური თუ ოკულტური საძმოები ან უძველესი გაერთიანებები დგანან მასონური ორდენის საფუძვლებთან? კვლავ, იმისთვის, რომ გავიგოთ თანამედროვე მასონობა, აუცილებელია, მართებულად შევისწავლოთ და გავიაზროთ არა მხოლოდ მასონთა ორდენის უშუალო ისტორია 16-17 საუკუნეებიდან, არამედ ყოველივე ის რაც უძღოდა შოტლანდიაში, საფრანგეთში, ინგლისში თუ სხვაგან მასონური ლოჟების დაფუძნებას. ამ გააზრების გარეშე მასონობა მხოლოდ გადაუშლელი წიგნი დარჩება მკითხველისთვის. სწორედ ამ მისიისთვის - დავანახო მკითხველს თანამედროვე მასონობის უფრო ღრმა ფესვები და საფუძვლები, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ რამდენიმე ნაშრომი, ციკლი წიგნების, მათ შორის არის წინამდებარე გამოცემაც. „მასონობა და ეზოთერიკა“ მოგითხრობთ ისტორიულ პიროვნებებზე და აზროვნების ფილოსოფიებზე, რომლებიც არ არის ფართოდ ცნობილი საზოგადოებისთვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მასონობა და ეზოთერიკა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
7194
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(8) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]