თუ საჭიროა, გათქმევინებთ

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

4995

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს. ავტორი წარმოაჩენს ტოტალიტარული სისტემის გამოკვეთილ თვისებას, თავის სამსახურში ჩააყენოს, დაიმორჩილოს და, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურად გაანადგუროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა გადის დრო და ახალი რეალობა კვლავ აღადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა უსამართლოდ წაშლილ კვალსა და სახელებს. დოკუმენტურად დასაბუთებული და საარქივო მასალით გამდიდრებული ამბების აღწერით შორენა ლებანიძე ისტორიულ სინამდვილეს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. ავტორი ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ფასეულ და საყურადღებო დეტალებს ამზეურებს სახელოვანი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ პეტრე გელბახიანისა და მისი კოლეგების/ოჯახის წევრების, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ცხოვრებიდან და პროფესიული საქმიანობიდან, ასევე სიღრმისეულად წარმოაჩენს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ 30-იანი თუ 70-80-იანი წლების საბჭოთა სისტემისთვის.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-487-17-0
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები180
გამოცემის წელი2019