ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2196
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არჩილ ჯავახაძე
გამომცემლობა
აზრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი - ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ პიროვნებასთან. ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვითარებაში და ბუნების დაცვის საქმეში. მკითხველი გაეცნობა პრინც ბერნარდის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს, მის ახლო ურთიერთობას კავალერიის პოლკოვნიკ ალექსი ფანჩულიძესთან, რომელიც იყო მისი აღმზრდელი, მრჩეველი და მთელი ცხოვრების თანამგზავრი. ინტერესს აძლიერებს ის ფაქტი, რომ თხრობა დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალებზე. მასში გადმოცემულია საინტერესო და დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორია. წიგნის ავტორი - არჩილ ჯავახაძე, იკვლევს ნიდერლანდების სამეფოს ბიბლიოთეკებსა და არქივებში არსებულ მასალებს საქართველოს ისტორიის შესახებ. მან თარგმნა და გამოსცა ნიკოლას ვიტსენის ისტორიული ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიის, ქართველთა ყოფის, კულტურის შესახებ, ანტიკური პერიოდიდან მე-17 საუკუნის ჩათვლით. საქართველოს სიყვარულმა შეაძლებინა მას გაეცნო ჰოლანდიელი მკითხველისთვის საქართველოს ისტორია და ლიტერატურა. მან ნიდერლანდურ ენაზე თარგმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული მხატვრული ნაწარმოები. იგი ავტორია პირველი ნიდერლანდურქართული და ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონისა. ამ საქმიანობაში არჩილს გვერდში უდგას მისი მეუღლე ინგა პაპუაშვილი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები