ბენეფისი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6968
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არტურ შნიცლერი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ავსტრიელი პროზაიკოსი და დრამატურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურული მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მწერლის რამდენიმე მოთხრობა დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალებში "არილში", „საუნჯესა“ და „ჩვენს მწერლობაში“, ხოლო 2010 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მისი სამი ნოველა შეიტანა კრებულში „ავსტრიული მოთხრობები“. „ბენეფისში“ წარმოდგენილია მოთხრობები შნიცლერის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდიდან: 1888-დან 1923 წლამდე. მთარგმნელი: დავით კაკაბაძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები