იტვირთება...

კლასიკური ფსიქოლოგია

ელგუჯა მაკარაძე

3,165 ნახვა
4.4
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
გერმანელი ფილოსოფოსის ვილჰელმ დილთაის აზრით: „ჰამლეტში“, „მაკბეტსა“ და „ლირში“ მეტი ფსიქოლოგიაა, ვიდრე ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში“ იმიტომ, რომ ისინი უკეთესად წარმოაჩენენ ადამიანის ბუნებას, რაც ვერ მოახერხა აქამდე არსებულმა ვერც ერთმა ფსიქოლოგიურმა მიმდინარეობამ და გენიალურმა „ფსიქოლოგიურმა“ ნაშრომმა. „დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს“. (ვიკიპედია „ფსიქოლოგია“). ეს უცილობლად ნიშნავს იმას, რომ არც ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო არ არსებობს, უფრო მეტიც, არც ვინმემ იცის, თუ რა არის ფსიქოლოგია და საერთოდ, რა არის ფსიქოლოგის მოვალეობა. ნებისმიერი მეცნიერების ჭეშმარიტი სახელმძღვანელო რომ შეიქმნას, პირველ რიგში აუცილებელია, რომ მკაცრად განისაზღვროს მისი საგანი. ე.ი. ფსიქოლოგია რომ ასეთ დღეშია, ამის მიზეზი სწორედაც ის არის, რომ ჯერაც არ არის დადგენილი, თ უ რ ა ა რ ი ს ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ი ს ს ა გ ა ნ ი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მეცნიერება ფსიქოლოგიის პირველი ფურცლები, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ძველი საბერძნეთის მოაზროვნეს, მედიცინის მამამთავარს ჰ ი პ ო კ რ ა ტ ე ს (ძვ. წ. 460-377 წ.წ.), რომელმაც პირველმა აღწერა ადამიანის ძირითადი ფსიქიკური თვისება ტ ე მ პ ე რ ა მ ე ნ ტ ი და მოგვცა მისი კლასიფიკაცია, რომელიც დღესაც (ორნახევარი ათასი წლის შემდეგ) უცვლელად შენარჩუნებულია. ხომ გახსოვთ, ეს ტემპერამენტი ოთხია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. ახალ დროში ი მ ა ნ უ ი ლ კ ა ნ ტ მ ა (1724-1804 წ.წ.) თავის ,,ანთროპოლოგიაში“ (1798) ტემპერამენტის ტიპების ფსიქოლოგიური აღწერების სისტემატიზაცია მოახდინა, საბოლოო სახე მისცა - პირდაპირ უწოდა მათ ადამიანის (ხასიათის) ტიპი (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი) და ფაქტიურად ჩამოაყალიბა ის, რასაც ნამდვილად შეიძლება დარქმეოდა ფსიქოლოგია. სრულყოფისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ იმის მიხვედრა, რომ ტემპერამენტი არის ადმიანის კიდევ უფრო ყველაზე მთავარი ფსიქიკური თვისების - ხ ა ს ი ა თ ი ს გარეგანი სახე, ამაში კი იმან შეუშალა ხელი, რომ ამ ხასიათებში (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი) თავისი თავი ვერ აღმოაჩინა, რადგან ხასიათის მისი შესაბამისი ტიპი ერთბაშად ორი ტემპერამენტის მატარებელი იყო: სანგვინიკურისა და მელაანქოლიკურის (კანტი არც იმას ელოდა, რომ ტემპერამენტი ოთხია, ხოლო ხასიათის ტიპი - ხუთი). ხასიათის ეს მეხუთე ტიპი საოცრად ზუსტად აღწერა გერმანელმა პროფესორმა ე დ უ ა რ დ შ პ რ ა ნ გ ე რ მ ა (1882-1963 წ.წ.) და მას „ს ო ც ი ა ლ უ რ ი ადამიანი“ უწოდა. სამწუხაროდ ამის შესახებ კანტს არაფერი წაუკითხავს (ან როგორ წაიკითხავდა, როცა შპრანგერი კანტის შემდეგ 78 წლით გვიან დაიბადა?). ამიტომაც იყო, რომ კანტმა ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა და ამით მას მომავალი წაართვა. ამას ადასტურებს სწორედაც კლასიკური ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის ჯ ო ნ ბ რ ო დ ე ს უ ო თ ს ო ნ ი ს (1878-1958) აღიარება: „თავის არსებობის ორმოცდაათი(?) წლის მანძილზე ფსიქოლოგიამ, როგორც ექსპერიმენტულმა და უდავოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ, ვერ მოახერხა დაემკვიდრებინა თავი სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გვერდით.“ (ირაკლი იმედაძე ,,ფსიქოლოგიის ისტორია“ გვ. 445). რაც შეეხება ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ს მ ო ვ ა ლ ე ო ბ ი ს სწორ განმარტებას... რატომღაც ფიქრობენ, რომ ფსიქოლოგი ეს არის მეცნიერი, რომელიც ხანგრძლივად აკვირდება ადამიანებს, ატარებს მათზე ცდებსა და ექსპერიმენტებს, იმისათვის, რომ იწინასწარმეტყველოს გარკვეულ სიტუაციებში მათი ქცევა, რაც თავისთავად აბსურდია, რადგანაც სიტუაციების რაოდენობა შეიძლება უსასრულო იყოს, გარდა ამისა, სავსებით შეიძლება, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში ადამიანი სულ სხვადასხვანაირად იქცეოდეს იმის მიხედვით, თუ რა ეპრიანება. ხოლო ფსიქოლოგის მოვალეობის უფრო სწორი განმარტება, რომელსაც ნამდვილად შეეძლო მივეყვანეთ ჭეშმარიტ ფსიქოლოგიამდე, აქვს ბატონ ირაკლი იმედაძეს თავის „ფსიქოლოგიის საფუძვლებში“: „ყველა ადამიანს, გარკვეულ წილად, შეუძლია გაუგოს და დაეხმაროს მეორე ადამიანს, გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე, გაითვალისწინოს მისი ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ე ბ ა ნ ი და ი წ ი ნ ა ს წ ა რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ო ს მ ი ს ი ქ ც ე ვ ა“. სამწუხაროდ, ეს უდაოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ფსიქოლოგთა ყურადღების გარეშე დარჩა. ხოლო უფრო ზუსტი განმარტება ეს არის: ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ს მ ო ვ ა ლ ე ო ბ ა ა ა დ ა მ ი ა ნ ი ს ხ ა ს ი ა თ ი ს ა მ ო ც ნ ო ბ ა და თუ ადამიანის ხასიათი იცი, მაშინ მისი ქ ც ე ვ ი ს წ ი ნ ა ს წ ა რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა დ ი დ ს ი რ თ უ ლ ე ს ა რ წ ა რ მ ო ა დ გ ე ნ ს. შევეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ხასიათის ამოცნობა (ანუ ყ ვ ე ლ ა ზ ე მ თ ა ვ ა რ ი კ ი თ ხ ვ ა ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ს !): კაცობრიობის მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ს ჯიუტი, თავისნათქვამა და თავისთავში ზედმეტად დაჯერებული ადამიანები შეადგენენ, რომელთა ნახევარი უყვართ, ხოლო მეორე ნახევარი სძულთ, ან ერთბაშად სძულთ და უყვართ კიდევაც; 20 % კი ის ადამიანები არიან, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავი, ფული და ფუფუნება უყვართ, ზოგადად ისინი არავის უყვარს; 7 %-ს შეადგენენ ადამიანები, რომელთათვისაც არ არსებობს, რომ ვინმე არ უყვარდეთ, ასევე არ არსებობს, რომ ისინი ვინმეს არ უყვარდეს; 2,5 % კი მკაცრი, პირში მთქმელი და ამავ დროს ძალზე კეთილი ადამიანები არიან, სხვაზე გაბრაზებულები თქვენზე რომ იყრიან ჯავრს და ბოლოს 0,5 % სრულყოფილების იდეით შეპყრობილი მეტად თავისებური და ფაქტიურად არანორმალური ადამიანები არიან. თ უ ფ ს ი ქ ო ლ ო გ ო ბ ა ზ ე დ ე ბ თ თ ა ვ ს, უნდა შეგეძლოთ, რომ გაარკვიოთ, რომელ კატეგორიას განეკუთვნება თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აღიაროთ, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებით პირადად თქვენ ა რ შ ე გ ი ძ ლ ი ა თ ? მ ა შ ი ნ ვ ე რ ა ფ ე რ ი ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ხ ა რ თ! „კლასიკური ფსიქოლოგია“ პირველი ნაშრომია ჭეშმარიტი ფსიქოლოგიის შესახებ და ამიტომ შეცდომებისაგან ვერ იქნება დაზღვეული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ, თუ მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ფსიქოლოგიდან ერთი მაინც ვინმე თვალს გადაავლებს ამ წიგნს, შეძლებს დარწმუნებით თქვას: „მ ე ვ ი ც ი, რ ა ა რ ი ს ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ა !“ უფრო მეტიც, იმის იმედიც კი მაქვს, რომ ფსიქოლოგიით დაინტერესებული მრავალი მკითხველი, მათ შორის, არა ფსიქოლოგიც, ამ ნაშრომს თავის სამაგიდო წიგნად აქცევს, რადგანაც ფსიქოლოგიის მიზანი, უპირველესად ყოვლისა, ადამიანებს შორის ურთიერთობათა დალაგებაა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
კლასიკური ფსიქოლოგია
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
ფსიქოლოგიური
ნახვები:
3165
რეიტინგი:
4,4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
4.4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]