კლასიკური ფსიქოლოგია
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
3354
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ელგუჯა მაკარაძე
გამომცემლობა
ელგუჯა მაკარაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გერმანელი ფილოსოფოსის ვილჰელმ დილთაის აზრით: „ჰამლეტში“, „მაკბეტსა“ და „ლირში“ მეტი ფსიქოლოგიაა, ვიდრე ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში“ იმიტომ, რომ ისინი უკეთესად წარმოაჩენენ ადამიანის ბუნებას, რაც ვერ მოახერხა აქამდე არსებულმა ვერც ერთმა ფსიქოლოგიურმა მიმდინარეობამ და გენიალურმა „ფსიქოლოგიურმა“ ნაშრომმა. „დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს“. (ვიკიპედია „ფსიქოლოგია“). ეს უცილობლად ნიშნავს იმას, რომ არც ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო არ არსებობს, უფრო მეტიც, არც ვინმემ იცის, თუ რა არის ფსიქოლოგია და საერთოდ, რა არის ფსიქოლოგის მოვალეობა. ნებისმიერი მეცნიერების ჭეშმარიტი სახელმძღვანელო რომ შეიქმნას, პირველ რიგში აუცილებელია, რომ მკაცრად განისაზღვროს მისი საგანი. ე.ი. ფსიქოლოგია რომ ასეთ დღეშია, ამის მიზეზი სწორედაც ის არის, რომ ჯერაც არ არის დადგენილი, თ უ რ ა ა რ ი ს ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ი ს ს ა გ ა ნ ი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები