იტვირთება...

სიცოცხლის ზღვარზე - ქიმიოთერაპია და მიუნჰაუზენის პრინციპი

მაია შარვაშიძე

4,106 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მე ქიმიოთერაპიის 6 კურსით მოვკალი ძუძუს კიბო - მესამე/მეოთხე სტადია! ქიმიოთერაპიისას შემხვდა H1N1 და ისიც მოვკალი <3 ჩემი ფსევდონიმია - მკკმ - მაია კიბოს კბილით მკვნეტელი <3 :) წიგნში - „სიცოცხლის ზღვარზე" - გასწავლი როგორ გადაიტანო ქიმიოთერაპია და როგორ გადარჩე <3 წიგნში მხატვრულადაა მოთხრობილი ჩემი უმძიმესი 8 თვის არსებობის შესახებ. . . არსებობის, რადგან იმ მდგომარეობას, რაშიც ამ ხნის მანძილზე ვიმყოფებოდი, ცხოვრებას ვერ ვუწოდებ. წიგნში დაგხვდება ფსიქო-ემოციური გამხნევებაც, და რაც მთავარია, ქიმიოთერაპიისას და მის შემდეგგ ქცევისა და კვების რეცეპტები, რაც მე გამოვიყენე <3 წიგნში აღწერილია როგორ აღვიდგინე მეტასტაზებით და ქიმიოთერაპიით დაშლილი სახსრები და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. <3 შენ, ვისაც ქიმიოთერაპიის გამო გჭირდება ეს წიგნი, გისურვებ გამოჯანმრთელებას! <3 შენ კი, ვისაც შემეცნების გამო გაინტერესებს, გისურვებ არასდროს მოგიწიოს "სიცოცხლის ზღვარზე" გავლა <3 მე შენ მიყვარხარ <3
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნი შენთვის დაიწერა - შენ მარტო არ ხარ. ეს კოშმარი, რაც შენ დაგხვდა ცხოვრების გზაზე, დამხვდა მეც, შევეჭიდე, ვეომე და დავამარცხე . . . მე მოვკალი ძუძუს კიბო - მესამე სტადია! ქიმიოთერაპიისას შემხვდა H1N1 და ისიც მოვკალი თუ დამიჯერებ, შენც გასწავლი როგორ შეძლო ეს . . . მოინდომე და შენც მოკლავ კიბოს ეს ბრძოლის ინსტრუქციაა, დიახ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სიცოცხლისათვის ბრძოლის ინსტრუქცია. ეს მიუნჰაუზენის პრინციპია - საკუთარი თავის ჭაობიდან თმებით ამოთრევის პრინციპი თუ კიბოს უნდა დანებდე, შენ აქ არაფერი გესაქმება. გინდა სიცოცხლე? იცი რა არის ნამდვილი, რეალური სურვილი? - შენც იცოცხლებ. იცი, რომ კიბო გაქვს, და აზროვნებ?! - შენც გადარჩები. შენ იცი - ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რაც შენთვის ღმერთს უბოძებია, არის გონი და გადასარჩენად სწორედ ის უნდა გამოიყენო. არსებულ „მედუზას მდგომარეობაში“ სწორედ ესაა შენი ერთადერთი მტკიცე საყრდენი. უთხარი შენს თავს - მე ძლიერი ვარ, მე ვიბრძოლებ სიცოცხლისათვის და დაიწყე რაციონალური ქმედება. არსებობა-ცხოვრების განმავლობაში ჩვენ უამრავ როლს ვირგებთ და სხვადასხვა თამაშს ვთამაშობთ . . . არენაზე გამოდიან - კეთილნი და ბოროტნი, „ჭკვიანნი“ და „სულელნი“, უბედურნი და ბედნიერნი, მაღალნი და დაბალნი, მდიდარნი და ღატაკნი - ზოგი სულით და ზოგიც ფულით . . . და ყველა თამაშსა და როლს თავისი ხიბლი და ზადი აქვს, თუმცა ჩვენ მათ მაინც ვთამაშობთ . . . გვიყვარს რადიკალურობა შეფასებებშიც და აღქმაშიც, თითქოს შუა არ არსებობდეს. ჩვენ შუალედური და ზომიერი არაფერი მოგვწონს. ჩვენს გასაგონად როდი ითქვა - გზა ზომიერ კაცთა სავალიაო არა, ჩვენ ეს არ გვეხება და ასეც მიდის ჩვენი ცხოვრება-არსებობა - არაკანონზომიერად - ვთამაშობთ „რადიკალები“, რადიკალური წესებით ავადმყოფობის დროსაც ასე ვიქცევით. . . იწყება ახალი თამაში და ახალი რადიკალური წესები შემოდის: ზოგი ექიმობანას თამაშობს ბავშვობიდან, ზოგი - პაციენტობანას დიდობაში მარტივი არაფერია, ყველას თავისი როლი და პრობლემები აქვს . . . პაციენტი ექიმის როლს უფრთხის და ექიმი - პაციენტისას, ამიტომ ხშირად ისინი გაუცხოებულნიც არიან და ერთმანეთის პრობლემებიც არ ესმით. . . ყველაზე საშიში და ბუნდოვანებით მოცული დაავადებაა კიბო, უფრო მსუბუქად - სიმსივნე . . . თუმცა, როგორც უნდა მსუბუქად მოიხსენიო, ეს სწორედ ის დაავადებაა, რომლის ხსენებისას ყოველ ადამიანს სიკვდილის ფერი ედება, გული უჩერდება და სიკვდილის სუნიც სცემს. . . და რაც უფრო ახლობელია ამ დაავადების „მსხვერპლი“, მით მძაფრია ეს შეგრძნებაც, თუნდაც „მსხვერპლი“ სულაც არ იყოს განწირული სიკვდილისათვის . . . კიბოსთან თამაში რთულია; მრავალმხრივია შეტევა . . . მრავალი ცალმხრივი პასუხი გჭირდება! კითხვა მრავალია, პასუხები თავად უნდა იპოვო! მე ჩემს ნაპოვნ პასუხებს არ დავინანებ, თუმცა ამ სენის მიხედვითაც ინდივიდუალურნი ვართ. . . შეტევისთვის მობილიზებას ძალა სჭირდება, ძალას - გონი, გონს - სიმტკიცე. მხოლოდ გააზრებული შეტევით შეძლებ დაამარცხო კიბო - „უკურნებელი სენი“. ისე, შეგახსენებ, რომ განკურნებადი სენი არც არსებობს - მედიცინაში ყველა დაავადება ქრონიკულში გადაყვანის პერსპექტივით განიხილება და ადამიანის ჯანმრთელობაც მისი ქმედუნარიანობიდან გამომდინარე ფასდება. ეს ისე, ცნობისათვის. არ შეუშინდე სიტყვა კიბოს ხსენებას, რადგან თუ სიტყვის თქმისაც კი შეგეშინდება, ბრძოლის დაწყებამდე უკვე დამარცხებული ხარ. არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ! - ეს ის ლოზუნგია, რომელიც შენს სიცოცხლეს იცავს. ეს ლოზუნგი მრავალჯერ ხმამაღლა გაიმეორე და გასაჭირისას საყრდენად გამოიყენე. გასაჭირი მრავლად იქნება, სხვადასხვა სახით, ამაზე მოგვიანებით . . . არ შეიბრალო საკუთარი თავი 3 დღეზე მეტ ხანს, თორემ მარცხისთვის ხარ განწირული . . . შევთანხმდეთ - თუ სიცოცხლისათვის ყველაფრის გაღება არ შეგიძლია, ის შენ არ გსურს, უბრალოდ ოცნებობ ავტორი - მკკმ - მაია კიბოს კბილით მკვნეტელი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სიცოცხლის ზღვარზე - ქიმიოთერაპია და მიუნჰაუზენის პრინციპი
გამომცემელი:
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
4106
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]