მერმისის ჭაღარა მთვარეები

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

2600

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გელა ჩარკვიანის რომანის შუაგულში ლევან გურჩიანი დგას – ლონდონში, საბჭოთა საელჩოში კულტურის ატაშეს ვაჟი, შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებული, თბილისური ელიტის ნაწილი რომ ხდება. 80-იანი წლებიდან აქტიურად იწყება საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაცია, თუმცა ჯერ ვერავინ (მათ შორის ვერც ლევან გურჩიანი და მისი მეგობრები) წარმოიდგენს, რომ სამოცდაათწლიანი დიქტატურა კოლაფსით და საქართველოს გათავისუფლებით უნდა დამთავრდეს. თითო-ოროლა გამოკვეთილი დისიდენტის გარდა, განსხვავებული აზრი უმეტესად სამზარეულოებსა და ოჯახურ წვეულებებში იკარგება, მაგრამ ლევან გურჩიანისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა უალტერნატივოა – თავის პროფესიულ საქმიანობაში, ყოფით ურთიერთობებსა და ოჯახშიც ამ გზის მიმდევარი და ერთგული რჩება და 90-იანების დასაწყისში უყოყმანოდ უშვებს თავის ერთადერთ ვაჟს აფხაზეთში საომრად. პირად ცხოვრებასა და პროფესიულ წრეებში წარმატებულ კაცს არაერთი გაუმხელელი ტრავმა აწუხებს, მათ შორის ერთი – ყველაზე მძაფრი, სულის სიღრმეში დამარხული საიდუმლო...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-487-22-4
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები162
გამოცემის წელი2019