მკითხველი უნდა მოკვდეს
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
7496
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯაბა ზარქუა
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მოქმედება ვითარდება მომავალში, XXII საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო ორად არის გაყოფილი _ მესამე რაიხის იმპერია და მცირე სახელმწიფოები, რომელთაგან ერთ-ერთია ვარმშტადი. ისევე როგორც იმპერიაში, პოსტრევოლუციურ ვარმშტადშიც კვებავენ ხალხს ეროვნული პროპაგანდით. ორი რეჟიმი არსით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთი რამით მაინც განსხვავდება _ ვარმშტადული რეჟიმი უნიკალურია მსოფლიო დიქტატურულ რეჟიმებს შორის, რადგან იქ ადამიანების მორჩილებას წიგნების საშუალებით ცდილობენ და მათ განათლებულ მონებად, რეჟიმის მსახურებად გადაქცევას ახერხებენ კიდეც. თითქოს ყველაფერი წყნარად მიდის და იმპერიაც ვარმშტადის სამხედრო ანექსიას არ ჩქარობს... ეს მხოლოდ სიჩუმეა ქარიშხლის წინ! იმპერიის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს ვერაგი გეგმა აქვს შემუშავებული _ მართული ამბოხის თეორია, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც ვარმშტადში დაიგეგმება; ხოლო თუ ექსპერიმენტი გაამართლებს „თავისუფალი, მეამბოხე ადამიანის“ ცნება წარსულს ჩაბარდება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები