წერტილის შემდეგ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2069

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ქართულ პოეზიაში ყოველთვის იყო გადამწყვეტი ეტაპები და ეს ეტაპები ადრე თუ გვიან აუცილებლად სრულდება, როდესაც ესა თუ ის თემები, სალექსო ფორმები, სინტაქსი საკუთარ თავს იმდენად ამოწურავს, რომ მიისწრაფვის იდეალურისკენ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიმუში არის ზაზა თვარაძის პოემა „მხიარული ლანდები“, სადაც ავტორი 80-იანი წლების ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს და ქმნის იდეალურ ტექსტს იმ ლექსწყობით, იმ სინტაქსით და სულიერი სიღრმეების ძიების მეთოდებით, რომელიც 80-იან წლებში იყო აქტუალური. ამ პოემაში ცოცხლდებიან თამაზ ბაძაღუას, დავით მჭედლურის, ბადრი გუგუშვილის ტექსტები. სწორედ ასევე ნინი ელიაშვილის წიგნში ცოცხლდებიან თავად ზაზა თვარაძე და 90-იანი წლების სხვა მნიშვნელოვანი პოეტები (ჯერაც ცოცხლებიც). წიგნის შინაარსს, ერთგვარი წვეთის ფორმა აქვს. დასაწყისიდან უკანასკნელ სივრცეებამდე, მრავალხმიანი სიმღერასავით, იგი ჰარმონიულად მდიდრდება პოეტური სამკაულებით და ბოლოსკენ სიმფონიურ ჟღერადობას აღწევს. იმედია, ქართული ლიტერატურული საზოგადოება ღირსეულად დააფასებს დებიუტანტი პოეტის ამ კონცეპტუალურ ქმნილებას და დროთა განმავლობაში ის უამრავი ადამიანის საყვარელ წიგნად იქცევა. მე ვარ ძალიან ბედნიერი, თუნდაც ამ მცირე წინასიტყვაობის გამო და ვგრძნობ სრულ პასუხისმგებლობას ყველა იმ სიტყვაზე, რომელიც ჩემმა დიდმა თაობამ ლექსად დაწერა.“ - შალვა ბაკურაძის ბოლოსიტყვაობიდან.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-037-9
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები92
გამოცემის წელი2019