დედაჩემმა მითხრა, რომ
რეიტინგი
1 / 5
ნახვა
3750
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კატო ჯავახიშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კატო ჯავახიშვილის ახალი კრებული ახალ კინო-სურათადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მით უფრო, რომ ამის საშუალებას ავტორი თავადვე გვაძლევს – სიურეალისტური სიზმრების მეტაპროექცია მისი პოეტური ხელწერაა, დომინანტური ფონია, რომელიც ყოველ ახალ კრებულში ახალი ამბავის, ახალი თავგადასავლის კონტურებს გამოკვეთს. კინო-სურათის სირთულე და დრამატულობა კი იმ სალექსო ფორმების სირთულესაც ემთხვევა, რომლებსაც ავტორი სათქმელის გამოხატვისთვის ირჩევს. სითამამე და პროტესტი კრებულის სახასიათო აქცენტებია. ადამიანის ბედისწერა, ხშირად ტრაგიკომიკური ნიუანსებით, მკაცრი სოციალური და მენტალური ფონით, ბევრი ჰორორით, საგანგებოდ უტრირებული სიმახინჯეებით და სავალდებულო ფატალური ფინალით, – არავის ტოვებს გულგრილს, რაც უკვე თავისთავად წარმატებული შედეგია უგრძნობელობასა და მექანიკურ, გარობოტებულ რუტინაში ჩაბმული თანამედროვე ადამიანისთვის. სუსტი ნერვების მქონენი კატო ჯავახიშვილის პოეზიის კინოსეანსზე არ დაიშვებიან. (ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები