იტვირთება...

პერსონაჟის ასახვის თავისებურებები "სიბრძნე სიცრუისაში"

ნინო პოპიაშვილი

7,811 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” იმ თხზულებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც მრავალ საინტერესო და ბრძნულ საკითხზე მიმდინარეობს პერსონაჟებს შორის მსჯელობა. მიუხედავად ამისა, მათი ხატვის ხერხები და მეთოდები დღემდე არავის შეუსწავლია. წიგნში განვიხილავთ სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” პერსონაჟების ხატვის თავისებურებებს, მეთოდებსა და პრინციპებს. წიგნი გამიზნულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტთათვის და ფილოლოგიური ინტერესების მქონე მკითხველთა ფართო წრისათვის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” ქართული მწერლობიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ძეგლია, თუმცა თხზულების პერსონაჟებზე, ანუ მისი გმირების ხატვის თავისებურებებზე ძალზე ცოტა რამ თქმულა და ამ თემაზე დღემდე არ არსებობს სპეციალური გამოკვლევა. მართალია, მრავალი მეცნიერის ყურადღების ცენტრში მოქცეულა “სიბრძნე სიცრუისას” ამა თუ იმ პერსონაჟის შეხედულება, გამონათქვამი, ქმედება და ა.შ., მაგრამ ამ ნაწარმოების გმირების ცალკე დახასიათება, ხასიათის გახსნა სიუჟეტური თანმიმდევრობით არავის უცდია, მით უმეტეს, პერსონაჟის ხატვის ხერხებსა და მეთოდებზე, ხატვის მწერლისეულ ორიგინალობასა და თავისებურებებზე დღემდე არ ყოფილა საგანგებო მსჯელობა. “სიბრძნე სიცრუისას” პერსონაჟები რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაში ტრიალებენ. ამდენად, მათი ხატვის პრობლემა ადამიანის შეცნობის პრობლემას უტოლდება თავისი სიღრმითა და სირთულით. არსებობს პერსონაჟის ხატვის სხვადასხვა მეთოდი. ის ხერხები, რომლითაც სულხან-საბა ორბელიანი თავის გმირებს ახასიათებს, საკმაოდ თავისებური და ორიგინალურია. გარდა ტრადიციული მოდელებისა - პორტრეტი, მწერლისმიერი დახასიათება, სხვა გმირებთან, ადგილთან, სიტუაციასთან შეპირისპირებითი წარმოჩენა, მწერალი იყენებს სხვა ხერხებსაც, როგორებიცაა იგავ-არაკების მიხედვით წარმოჩენა, პერსონაჟის ფსიქოლოგიური დახასიათება. ამასთან, ყველაზე მთავარი ის არის, რომ სულხან-საბა ორბელიანი არ ერევა სიუჟეტურ მსვლელობაში და გმირების ხასიათების გახსნა მათი ქმედება-საუბრის გზით ხდება შესაძლებელი; ამიტომ ჩვენი დაკვირვების ერთ-ერთი საგანი “სიბრძნე სიცრუისას” პერსონაჟების მიერ თქმული იგავ-არაკებიც არის. წიგნში განვიხილავთ სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” პერსონაჟების ხატვის თავისებურებებს, მეთოდებსა და პრინციპებს. წიგნი გამიზნულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტთათვის და ფილოლოგიური ინტერესების მქონე მკითხველთა ფართო წრისათვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
89463109614
სათაური:
პერსონაჟის ასახვის თავისებურებები "სიბრძნე სიცრუისაში"
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2005
გვერდები:
182
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
7811
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]