აღმა, დინების წინააღმდეგ (ავტობიოგრაფიული რომანი)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2374
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანა ესკური
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა. მკითხველი შეიტყობს, როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. საბჭოთა ცხოვრების წესის, სტალინური საყოველთაო ტერორის ბუნების შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს; მით უმეტეს, რომ მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. გარკვეულ ეპიზოდებში პერსონჟებად თვით სტალინი, ბერია, იაშა ჯუღაშვილი, ნადეჟდა ალილუევა და ბელადის ნათესავები გვევლინებიან, რომლებსაც ანა-ემილია ესკური პირადად იცნობდა. რომანი პირველად ფინეთში 1983 წელს გამოიცა და იმ წლის საუკეთესო ხუთწიგნეულს შორის დასახელდა. ქართულ თარგმანს მკითხველი პირველად გაეცნობა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები