პენმარათონი 2020
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4774
ყველა პაკეტი
ანოტაცია
პენმარათონი ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომელიც გამომცემლობა "დიოგენე" ატარებს. პირველი ასეთი კონკურსი 2002 წლის გაზაფხულზე გაიმართა, 2020 წელს კი რიგით მერვე პენმარათონი, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, პირველად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტით. კონკურსი 2 ეტაპისგან შედგება: მონაწილეების შესარჩევი ტური და ფინალური წერითი სესია, ანუ უშუალოდ პენმარათონი. წერითი სესიის დროს, 24 საათის განმავლობაში, მონაწილეებმა ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად უნდა შექმნან მხატვრული პროზის ორიგინალური ნიმუში. ვინაიდან 2020 წელს ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, ჟიურიმ საკონკურსო დავალება სიმბოლურად სწორედ ამ დიდი რეჟისორის შემოქმედებას დაუკავშირა. პენმარათონი-2020-ის ფინალისტებს 24 საათში უნდა დაეწერათ ორიგინალური მხატვრული ტექსტი სახელწოდებით "ტკბილი ცხოვრება". კონკურსი რჩეულები 2020 წლის 30 აპრილს დასახელდნენ. თქვენ წინაშეა კრებული, რომელიც პენმარათონი-2020-ის დროს დაწერილი 10 საუკეთესო მოთხრობისგან შედგება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები