იტვირთება...

პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი

ნინო პოპიაშვილი

270 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნში დეტალურად არის განხილული მხატვრული ნაწარმოების პოეტური ენის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია პოეტური ლექსიკის ისეთ სახეებზე, როგორებიცაა: არქაიზმი, ისტორიზმი, ნეოლოგიზმი, ნასესხები სიტყვები, ბარბარიზმი, ჟარგონიზმი, პროფესიონალიზმი, ოკაზიონალიზმი, დიალექტიზმი, ეთნოგრაფიზმი, რეგიონალიზმი, ევფემიზმი, დისფემიზმი, ვულგარიზმი, სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, პოლისემია, პარონიმები, ტავტოლოგია, პლეონაზმი, ინტერნაციონალიზმი და სხვ. გამოკვლევაში სათანადო ყურადღება ეთმობა ტროპის საკითხებს: შედარებას, ეპითეტს, მეტაფორას, ლიტოტესს, ალეგორიას, ირონიას, ჰიპერბოლას, მეტონიმიას, პერიფრაზს, სიმბოლოს, გაპიროვნებას, ოქსიმორონს. საანალიზოდ წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები. წიგნი დახმარებას გაუწევს ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, პოეტური ენის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
პოეტური ენა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა: იხვეწებოდა, ახლდებოდა, იცვლებოდა და დღესაც იცვლება. პოეტური ენის ნაწილია პოეტური ლექსიკა, რომელიც შედგება სინონიმების, ანტონიმების, არქაიზმების, ნეოლოგიზმების, ნასესხები სიტყვების, ტავტოლოგიის, რეგიონალიზმების, ეთნოგრაფიზმების, ბარბარიზმების, ვულგარიზმების, სოციოლექტების, სხვადასხვა ტიპის დარგობრივი ლექსიკის, პროფესიონალიზმების, ევფემიზმებისა და დისფემიზმების, ოკაზიონალიზმების, პოლისემიის, პარონიზმების, პლეონაზმის, სლენგისა და სხვა ტერმინოლოგიისაგან. პოეტური ენა ხშირად იყენებს ტროპებს: შედარებას, ეპითეტს, მეტაფორას, ოქსიმირონს, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას და სხვ. წიგნში დაწვრილებით განვიხილავთ პოეტური ლექსიკისა და ტროპის სახეებს. პოეტური ენის დახასიათებისას ვეყრდნობით თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის ძირითად ტენდენციებს. პოეტური ენისა და პოეტური ლექსიკის ხერხებისა და სახეების საილუსტრაციოდ ვიყენებთ როგორც ქართველი კლასიკოსების, ისე თანამედროვე მწერლების პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, რათა თვალსაჩინო გახდეს, თუ როგორ არის გამოყენებული მხატვრული ენის ესა თუ ის ფორმა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურაში. პოეტური ლექსიკა, ერთი მხრივ, ლიტერატურული უნივერსალიაა, შაბლონია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურული პროცესების თანამდევი და შემადგენელი ნაწილია. მეორე მხრივ, იგი ორიგინალური და დამოუკიდებელი შემოქმედებითობით ხასიათდება, ვლინდება ნაწარმოებში და სრულიად დამოუკიდებელ, განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ პოეტურ სახეს ქმნის. თანამედროვე პოეტური ენა პოეტურ ქსოვილში აქცევს და წარმოაჩენს იმ ენობრივ სიახლეებსა და ცვლილებებს, რომლებიც შეინიშნება ქართულ ენაში. სწორედ ამიტომ, პოეტური ენისა და ტროპის ანალიზისას, ფოლკლორულ და კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღება გავამახვილეთ თანამედროვე ლიტერატურულ ტექსტებზე. პოეტური ლექსიკისა და ტროპის ფორმებისა და კატეგორიების განხილვისას წარმოვადგინეთ კლასიკური და თანამედროვე საკულტო ტექსტები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოეტურ ლექსიკაზე მუშაობისას გამოვყავით როგორც ქართული პოეტური ენისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტები, ისე ლიტერატურათმცოდნეობის ახალი თავისებურებები, რომლებიც შევუსაბამეთ თანამედროვე ქართულ მხატვრულ ტექსტებს. ვიმედოვნებთ, წიგნი საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობით, ლიტერატურის თეორიის საკითხებით, მათ შორის, ქართული მხატვრული ლიტერატურითა და ქართული პოეტური ენით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის, დარგის სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-26-616-4
სათაური:
პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
გვერდები:
286
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
270
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]