იტვირთება...

მწერლობა ათვინიერებს

ზაზა გაბუნია

2020 წელი | Andauta Publishing
1,121 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ასეთი სურათ-ხატები და გმირები კი ბევრ კარგ მწერალს შეუქმნია და მათთან ერთად გვიმოგზაურია კიდეც ტოლედოდან მთელი კასტილიის გავლით, სადგურის ბაქნიდან ზოფერ შტრასემდე და უკან, ათენისკენ მიმავალ მატარებლამდე. ზოგიერთ მათგანთან ერთად გაგვიგონია წმინდა გიორგის ეკლესიის ზარების ხმა ბლუმების სახლში და საგუნდო მუსიკისა ალფონსთან, სადილზე. მუსიკის ხმა კი ისმის იქაც კი, სადაც საკუთარ ტექსტებში სიუიტებსა და უვერტიურებს საერთოდ არ ახსენებენ მწერლები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ასეთი სურათ-ხატები და გმირები კი ბევრ კარგ მწერალს შეუქმნია და მათთან ერთად გვიმოგზაურია კიდეც ტოლედოდან მთელი კასტილიის გავლით, სადგურის ბაქნიდან ზოფერ შტრასემდე და უკან, ათენისკენ მიმავალ მატარებლამდე. ზოგიერთ მათგანთან ერთად გაგვიგონია წმინდა გიორგის ეკლესიის ზარების ხმა ბლუმების სახლში და საგუნდო მუსიკისა ალფონსთან, სადილზე. მუსიკის ხმა კი ისმის იქაც კი, სადაც საკუთარ ტექსტებში სიუიტებსა და უვერტიურებს საერთოდ არ ახსენებენ მწერლები. საოცარია ის აღფრთოვანებაც, როცა მაგალითად შენთვის განსაკუთრებით ძვირფასს იპოვი კითხვისას. ასე მაგალითად, დიდი ინგლისელი მწერლის ჯულიან ბარნსის ტექსტში “სულიკოს”, თბილისს, სოხუმს, ბათუმს, არაგვს და ყაზბეგის მთის ფონზე მოჯირითე ცხენოსანს და მით უმეტეს ქართველ კომპოზიტორზე თხრობას რომ აღმოაჩენ, თუმცა ეს აღფრთოვანება გინელდება მაშინ როცა იმას არკვევ, რომ ჯულიან ბარნსი საერთოდ ვერ ერკვევა 1918-20-იანი წლების კავკასიის გასაბჭოების პერიპეტიებში, რომლის თხრობისას ქართველთა წინააღმდეგობის მოძრაობას არც კი ახსენებს. ესეც ლიტერატურაა, შესაძლოა იმედიც გაგიცრუვდეს... ან პიტერ აკროიდის ძია დონაშიანუ ისევე რომ მისტირის მეტი ჰაერით სავსე ძველ რიო-დე-ჟანეიროს, როგორც ჩვენ მივსტირით ურბანულ-არქტიექტურულად გაცილებით მოწესრიგებულ თბილისის წარსულს. მერე, ფილანტროპულად განწყობილი იაკობ ფონ გუნთერის სიტყვებს კითხულობ, და დაგენანება, კიბის ქვეშ მცხოვრებ ნიკალას რომ ვერ წააწყდა. იმის აღმოჩენაც გახარებს, თუ იგივე იაკობ ფონ გუნთერის შემოქმედი რობერტ ვალზერი, როგორ ჰგავს ჰარი ჰალერის შემოქმედ ჰერმან ჰესეს მაშინ, როცა ორივე ქვეცნობიერის საუცხოო სანახებს აღწერენ. მერე გავოცებულვართ მსგავსებითა და დამთხვევებით, მაგალითად იმით, თუ როგორ ჰგავს ვოლფგანგ შიფერის ცოლ-ქმრის დიალოგი, ნუგზარ შატაიძის “რძალ-დედამთილიანს” “მეკვლედან” ან იმით, რომ ბრუნო შულცს აქვს რაღაც პრუსტისეული შინაგანი მონოლოგით და თხრობის დეტალურობით, მაგიური რეალიზმითა და არომატული სიტყვა-ფორმულებით. ფილოსოფიური დისკურსით მამაზე, ქალაქზე, სიცოცხლეზე, მშვენიერებასა და შესაქმეზე - ძველი მორალის ახალი მაქსიმები. გაკვირვება არც მაშინ დაახანებს, როცა გმირში იმას აღმოაჩენ, ვისაც არ ელოდი, ასე მაგალითად პატრიკ ზიუსკინდის კონტრაბასისტში ოიდიპოსს და სხვა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მწერლობა ათვინიერებს
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
1121
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]