იტვირთება...

ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები

ნინო პოპიაშვილი

1,723 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მონოგრაფიაში შესწავლილია ქალი ავტორის ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი: ქალი ავტორი ისტორიულ და თანამედროვე ეპოქებში, გენდერულად მარკირებული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის საკითხები, გაანალიზებულია ქალი ავტორის კულტუროლოგიური ფენომენის არსი, გენდერული ლინგვისტიკის ძირითადი ასპექტები, ქალის მხატვრული ენის თავისებურებები. წიგნში სათანადო ადგილი ეთმობა ქალის როლს, მის ადგილს ფოლკლორში; ქალი ავტორის საკითხი და პრობლემა განხილულია ევროპული, აღმოსავლური (ისლამური) და ქართული ლიტერატურების მაგალითზე. ქალი ავტორის საკითხი, გენდერულად მარკირებული ლიტერატურის ადგილი და როლი ქართულ ლიტერატურაში სრულიად შეუსწავლელია. საკითხის მრავალმხრივობა, ასევე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში არსებული როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე პროცესები და ტენდენციები აშკარად მოწმობს, რომ პრობლემა მრავალმხრივი კვლევის წყარო უნდა გახდეს. გამოკვლევას ერთვის წიგნის ავტორის საუბრები ქართველ და უცხოელ ქალ ავტორებთან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თუ კოლექტიური, ფოლკლორული ტექსტების ლიტერატურულ გაგრძელებად საავტორო ლიტერატურას მივიჩნევთ და ანტიკურ ეპოქას გადავხედავთ, აშკარაა, რომ უძველეს ლიტერატურაში ქალი ავტორი უკვე თანაარსებობს მრავალრიცხო-ვან მამაკაც ავტორებს შორის. როგორც ცნობილია, ბერძენი პოეტი საფო პლა-ტონმა 10 საუკეთესო მწერალთა შორის დაასახელა. შუასაუკუნეებში, როდესაც ძირითადი საგანმანათლებლო კერა ეკლესია-მონასტრები იყო, სადაც შესაძლებელი იყო წერა-კითხვის შესწავლა და წიგნების კითხვა, ქალებისათვის, ძირითადად, ევროპაში, არსებობდა გარკვეული შესაძლებ-ლობები, მონასტრის წიაღში ბავშვის აღმზრდელის პროფესიის დასაუფლებლად (ძიძა, გუვერნანტი ქალი, აღმზრდელი ქალი) გარკვეული სწავლა-განათლება მიეღო. რენესანსისა და ჰუმანიზმის ხანაში, როდესაც ადამიანების ინდივიდუალობა, თვითშეცნობა და საკუთარ თავში წვდომის სურვილი გაიზარდა, გაჩნდა გარკვეული შესაძლებლობები ქალთა განათლებისათვის. დღის წესრიგში დადგა ორივე სქესის განათლების საკითხი, როგორც ოჯახში იდეალური ჰუმანისტური ურთიერთობების ამოსავალი და წინაპირობა. მაგალითად, აგრიპა ფონ ნეტესჰაიმი და ერასმუს ფონ როტერდამელი მხარს უჭერდნენ ქალთა განათლების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ქალები საკუთარ შემოქმედებაში ცდილობდნენ ქალების მიერ აღქმული და ქალის გამოცდილებაზე დაყრდნობილი სამყარო ეჩვენებინათ, ქალთა შემოქმედება არ იყო სათანადოდ აღქმული. ქალი ავტორების შემოქმედება მხოლოდ ქალის პერსპექტივიდან უნდა ყოფილიყო შეფასებული, ქალი მკითხველებისა და ქალი კრიტიკოსების პერსპექტივიდან გააზრებული და დანახული შეიძლებოდა ჩასწვდომოდა ქალი ავტორის ნამდვილ და ჭეშმარიტ სათქმელს. მხოლოდ ქალთა საზოგადოებას შეეძლო ქალი ავტორების ტექსტების სწორი ჭვრეტა, აზრებისა და მნიშვნელობების შეგრძნება, რაც, აღნიშნულ ეპოქებში, მა-მაკაცურად ფორმულირებული ლიტერატურული ტრადიციების ფონზე, ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო. საკუთარი, ქალური აზრები და შეხედულებები რომ დაეცვათ და თავიანთი ნაწარმოებები გადაერჩინათ, ასევე, მკითხველების პოზიტიური შეხედულებები გამოეწვიათ, მრავალი ქალი ავტორი იძულებული იყო გაქცეოდა ქალი ავტორის სახელს და მამაკაცის ფსევდონიმით ეწერა. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ქალები წერდნენ ანონიმურად, საკუთარი ხელმოწერის გარეშე, ან მამაკაცის ფსევდონიმით. ამგვარი შენიღბვა ერთადერთი გზა იყო მრავალი ქალისათვის, შეეღწიათ მამაკაცებისათვის ლეგიტიმურ და მამაკაცებისათვის განკუთვნილ სამწერლო სამყაროში. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალთა საკითხის ირგვლივ მრავალი ფორმალურ-სამართლებრივი ცვლილება მოხდა. დაარსდა გოგონათა უმაღლესი სკოლები, რაც შესაძლებელს ხდიდა, ქალებს მიეღოთ საუნივერსიტეტო განათლება, ქალებისათვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი პროფესია და სამუშო ადგილი, რომლებიც მანამდე მამაკაცებს ჰქონდათ დაკავებული. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ევროპელმა ქალებმა მიიღეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ბუნებრი-ვია, საზოგადოებრივი ცვლილებები აისახა იმ ეპოქის ქალი ავტორების შემოქმე-დებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ქალი ავტორების შემოქმედება ცალკე მეცნიერული დაკვირვების საგანი გახდა, გაჩნდა აუცილებლობაც ქალი ავტორების შემოქმედების პერიოდიზაციისა და ისტორიულ-კულტურული შემოსაზ-ღვრულობისა. ამ მხრივ, მეცნიერთა ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ავტორების შემოქმედება ძალზე ფართოა და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს მოიცავს, ქალი ავტორების შემოქმედების კვლევა უნდა დაიწყოს ქალთა მოძრაობის გააქტიურების პერიოდიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქალი ავტორი სრულიად გაშინაარსებულად და ცნობიერად ქმნიდა მხატვრულ ლიტერატურას და სწორედ ქალი ავტორის პოზიციიდან, ახალი ლიტერატურული ხედვით, სადაც ყურადღების ცენტრში ქალი, მისი სამყარო, მისი ხედვა, პერსპექტივები და ინტე-რესები იყო. ხოლო იმ დროს, როდესაც ქალი უბრალოდ თანამონაწილეობდა ლიტერატურულ პროცესებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა გენდერული დეფინიცია ლიტერატურათმცოდნეობაში, როდესაც ქალი იძულებული იყო თანამონაწილე ყოფილიყო ლიტერატურული პროცესისა, რომელიც მკვეთრად მამაკაცური იყო, როდესაც ქალი მამაკაცის ფსევდონიმითაც კი სარგებლობდა იმის გამო, რომ მისი შემოქმედება სათანადო სერიოზულობითა და ინტერესით აღქმულიყო, ქალი ავტორების შემოქმედება, ბუნებრივია, ვერ ასახავდა იმ ხასიათსა და ლიტერატურულ შინაარსს, რითაც ქალთა ლიტერატურა შემდგომში დაიტვირთა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ქალი ავტორების შემოქმედება ხშირად საერთო ნიშ-ნით, არსებული ისტორიული და საზოგადოებრივი ფაქტორების გათვალისწინებით განიხილება. აღმოსავლური ლიტერატურა თავისი ტრადიციებითა და დიქოტომიით ბევრად უფრო ~მამაკაცური” იყო, ვიდრე ევროპული. რაც, პირველ რიგში, აღმოსავლეთის ბუნებით არის განპირობებული. ქალი, როგორც ტრფობისა და მორჩილების ობიექტი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ ახერხებდა საკუთარი ინტერესების, სურვილებისა და მისწრაფებების ლიტერატურულად გარდასახვასა და ასახვას. აღმოსავლეთი ბევრად უფრო მკაცრი იყო ქალისადმი და ეს დამოკიდებულება რელიგიური დოგმებიდან იღებდა სათავეს. ისლამური ქვეყნების ლიტერატურის განვითარებას წინ უძღვის მისტიკური ტრადიციები, რაც აღნიშნული ლიტერატურებისათვის დღემდეა დამახასიათებელი. განსაკუთრებით დიდი გავლენა მისტიკური ტრადიციებისა ჩანს სატრფიალო ტექსტებში, სადაც სიყვარული ორმაგ ჭრილშია წარმოდგენილი: მიწიერ და ზეციერ მნიშვნელობებში. მისტიკური ენის ამბივალენტურობა მოითხოვდა მეტ თავისუფალ გარემოს იმისათვის, რომ ყველაფერი მოეცვა და ყველაფერზე ესაუბრა, თუმცა ისლამური გარემო ამას ცოდვად თვლიდა და ტაბუს ადებდა. სწორედ ამიტომაც სატრფოს ქება, მისი თვალების, გამოხედვის ხოტბა ყველაზე მიღებული ნორმა იყო, რაშიც თავსდებოდა მთელი შინაარსი ტრფობისა. პოეზია, მუსიკა და ცეკვა აღმოსავლური მისტიკისა და ექსტაზის შემადგენელი ნაწილებია, რაც ემოციურად გამოხატავს ტრფიალებას და სწრაფვას, რომელიც სხეულის ენის ნაცვლად აისახება ნაწერში, შესაბამისად, იქმნება აღმოსავლური გარემო სხეულის ენისა თუ ენის სხეულის ფორმებში. თუმცა ისლამურ მისტიკასა და ლიტერატურას თავის ფუნდამენტში ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო ქალის შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე ფორმებში გამოვლენილ ისლამურ მისტიციზმთან. ქალი ავტორის საკითხი, გენდერულად მარკირებული ლიტერატურის ადგილი და როლი ქართულ ლიტერატურაში სრულიად შეუსწავლელია. საკითხის მრავალმხრივობა, ასევე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში არსებული როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე პროცესები და ტენდენციები აშკარად მოწმობს, რომ პრობლემა მულტიდისციპლინური კვლევის წყარო უნდა გახდეს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-10-770-2
სათაური:
ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
268
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
1723
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]