იტვირთება...

ნაბო

არდაშელ თაქთირიძე

2020 წელი | ანბანი
3,192 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ფსიქიატრი განსხვავებული მეთოდით ცდილობს, თავის სამ პაციენტს, კანონიერ ქურდს, მოსამართლეს და სასულიერო პირს უმკურნალოს. თუმცა, სამი სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ისტორიებში ისე იხლართება, ვეღარც ხვდება, ვინ უფროა სამკურნალო: ისინი, თუ თვითონ. არდაშელ თაქთირიძის ფსიქოლოგიური თრილერი “ნაბო” წარმოადგენს “მეს”, “იგისა” და ზე-მეს” ჭიდილს, რომელიც საინტერესოდ განვითარებული მოვლენებითა და მოულოდნელი დასასრულით, მკითხველს დიდხანს დაუტოვებს საფიქრალს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წინასიტყვაობა მწერალი ვერ გახდები... შემოქმედად უნდა დაიბადო... ადამიანი ღმერთს შექმნის ნიჭით ემსგავსება... ეთვისება... ენათესავება... მეტიც, ღმერთი ხდება... დავითი თავის ფსალმუნში ამბობს-,,მე ვარ ღმერთი"... დიახ, ადამიანური ბუნების დანიშნულებაა, იყოს პირველსახესავით სრულქმნილი... ეს კი გოლგოთაზე გადის... გოლგოთას ჯვარცმა მოყვება, უღმერთო წამება... ჯვარცმას კი, გარდაუვალი აღდგომა... მწერლის ჯვარი კალამია... ჯერ შიგნით იწერება, იქმნება, იბადება, უნაპიროდ მოედინება... ზათქითა და გრგვინვით... მთიდან მოწყვეტილ ზვავს ჰგავს... არ ეპუები, იწვევ... იზიდავ... მოდის, დაუნდობლად მოდის... ხელგაშლილი ეგებები, მკერდს უშვერ... ამ ზვავის პირისპირ დგები და სიკვდილზე ზეიმობ... სიცოცხლეზეც... სულიდან სისხლი მოწვეთავს... სისხლი, რომელსაც რეზუსი არ გააჩნია... არც ფერი აქვს... ყველა ფერს ერთად მოიცავს... მასში ყველაფერია... ყველაზე მეტად სინამდვილე... მაშინ ხარ ზუსტი, როცა სინამდვილეს ემსახურები... ,,ნაბო"... ეს ამბავია, საინტერესო, გამაოგნებელი, დაუჯერებლობამდე მართალი ამბავი... ეს ხდება, ეს ჩვენი მოცემულობაა... ეს ჩვენშია... ჩვენ მასში... კითხულობ და მოსვენება გეკარგება... ლოგიკაში ვერ ათავსებ... სამი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნების აღსარება შენც გჭირდება, შენთვისაც მნიშვნელოვანია... სულ მცირე იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიცნო, მერე გამოსწორებაზე იფიქრო, მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო... ,,ნაბო"-ში განივთებული ჭიდილია ,,მეს", ,,იგისა" და ,,ზე-მეს" შორის... კანონიერი ქურდი, მოსამართლე და სასულიერო პირი მორიგეობით მიდიან ფსიქიატრთან, რომელსაც პაციენტებთან ფროიდისგან განსხვავებული მიდგომები გააჩნია... ფსიქიატრი უსმენს სამივე მათგანს, მაგრამ ეს სამი ადამიანი მის პიროვნებაში ერთიანდება... მის სათქმელს, მის ბნელ ხვეულებში ჩახლართულ განცდებს სხვებისგან ისმენს... საინტერესოა, იმ სამს უფრო სჭირდება დახმარება, თუ ერთს, რომელშიც სამივე რაღაც დოზით არის მოქცეული... არდაშელ თაქთირიძე თანამედროვე ავტორია, ყველაზე კლასიკური გაგებით... კითხვის პროცესში ფროიდის გარდა დოსტოევსკი გამახსენდა, უმბერტო ეკოც... მსოფლიო ლიტერატურაში არ არის უცხო, რელიგიური თემატიკის გამოყენება... ამ მხრივ გამოირჩევიან კათოლიკე და პროტესტანტი ავტორები... განსაკუთრებით გამოვყოფდი დენი დიდროს ,,მონაზონი", უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი", ალექსანდრე პარადისის ,,ბალთაზარ კოსა", ლეო ტაქსილის ,,წმინდა ბუნაგი", ემილ ზოლას ,,აბე მურეს შეცოდება"... მახსენდება ქართველი ავტორიც- გოდერძი ჩოხელის ,,მღვდლის ცოდვა"... ამ კუთხით ,,ნაბო" სიახლეა... დაუნდობლად გაყენებს სიმართლის წინ... შეულამაზებლად გიყვება სათქმელს... დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, რას მიიღებ, რას მწერლის ფანტაზიას დააბრალებ... ვკითხულობდი და ვფიქრობდი, უფრო სწორად ვხედავდი, ფანატიკოსი ფრთა როგორ ისვრის ქვებს ავტორისკენ, მაგრამ ავტორი არ შემეცოდა, რადგან ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება"... როცა გადაწყვეტ, რომ სინამდვილეს ემსახურო, მზადაც უნდა იყო ქვებისთვის, ტალახისთვის, ათასი სიბინძურისთვის... აუცილებლად იტყვიან, რომ ავტორი ეკლესიის მტერია... არა... ავტორი აღმსარებელია, მაზიარებელია... ერის და ეკლესიის გულშემატკივარია... მტერი ის არის, ვინც ქრისტეს სახელს ამოფარებული უამრავ სიბინძურეს დაატარებს ანაფორით... დასაწყისში ვთქვი, რომ შემოქმედება ჯვარცმაა... ჯვარცმა კი ამ ნაწარმოების ავტორს არ აცდება... რასაც ვულოცავ, რადგან ჯვარცმის გარეშე შეუძლებელია აღდგომა და ამაღლება!.. მამა პეტრე(კვარაცხელია)
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-8-2968-0
სათაური:
ნაბო
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
3192
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]