იტვირთება...

რჩეული მოთხრობები

მიხაილ ბულგაკოვი

4,300 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
14.6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი“…, მაგრამ მე არ მოვკვდი!“ – წერდა მიხაილ ბულგაკოვი – მწერალი-სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ექიმი... კიევში, რუსულ ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამოქალაქო ომში სამხედრო ექიმად მუშაობდა. თუმცა, პროფესიის მიუხედავად, როგორც თავად ამბობდა, ბულგაკოვს გონებაში ყოველთვის უელავდა ფრაზები და მხატვრული სახეები, რაც შემდგომში სატირულ ლიტერატურად აქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითად მისი მოთხრობა „ძაღლის გული“ გამოდგება, რომლის ეკრანიზაცია 1988 წელს შედგა, 1925 წელს დაწერილი მოთხრობა კი მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნდა. მწერლის პირველი ნაწარმოები 1920-იანი წლებით თარიღდება. ბულგაკოვი 1921 წლიდან მოსკოვში დასახლდა და წერა აქტიურად განაგრძო. იგი მოთხრობებში თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. მისი მეამბოხე სამყარო ვერ ეგუებოდა ჩარჩოებს, რომელსაც რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლება შემოქმედ ადამიანებს უწესებდა. რამდენჯერმე სცადა კიდეც საბჭოეთის დატოვება, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო. 1930-იანი წლებიდან ბულგაკოვის მოთხრობების უმეტესობა აიკრძალა, გახმაურებული რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ კი მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941304606
სათაური:
რჩეული მოთხრობები
გამოცემის თარიღი:
2019
თარგმანი:
რუსულიდან
მთარგმნელი:
გივი კიკილაშვილი
გვერდები:
592
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4300
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]