იტვირთება...

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

პაატა ტურავა

16,119 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /22 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი არის სასწავლო დისციპლინა, რომელიც შეისწავლება საუნივერსიტეტო განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე. ის მიეკუთვნება სავალდებულო დისციპლინების ჯგუფს. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების ცოდნა არის ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის დისციპლინების და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის შესწავლის საფუძველი.
ვრცლად
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს გააცნოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ცნებები და ინსტიტუტები. საგნის შესწავლა იწყება მისი კონსტიტუციური საფუძვლების გაანალიზებით. სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის სისტემაში საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის საკითხის შესწავლა არის ადმინისტრაციული სამართლის არსის გააზრებისათვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. მას მოსდევს საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივი ფორმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლა. ადმინისტრაციული სამართალი არის საჯარო მმართველობის სამართალი. ამ მარტივი ჭეშმარიტების სირთულე მდგომარეობს საჯარო მმართველობის ცნების ორაზროვნებაში. ადმინისტრაციული სამართლის მიმართ სტუდენტების თავშეკავებულობა (შიში) გამოწვეულია საგნის შესწავლის არასწორი მეთოდის გამოყენებით. შეუძლებელია ადმინისტრაციულ სამართალის შესწავლა თუ კი ხელში არ გიჭირავს ის მთავარი გასაღები, რომელსაც შეყავხარ სამართლის ერთ-ერთ რთულ და მრავლფეროვან დარგში. საჯარო მმართველობის არსის სწორად გააზრება, მისი ორგანიზაციული და ფუნქციური გაგების გამიჯვნა და კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ადმინისტრაციული ორგანოს ცნება არის გზამკვლევი ადმინისტრაციული სამართლის ლაბირინთებში. წიგნი სტუდენტებს მათთვის გასაგებ ენაზე და სტრუქტურის გამოყენებით უხსნის ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სილაბუსით გათავლისწინებულ საკითხებს და ხელს უწყობს იმ ფუნდამენტური უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის საგნების შესაწავლად და საჯარო მმართველობის ცალკეულ სფეროებში პრაქტიკული საქმიანობისათვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978- 9941-9607-7-2
სათაური:
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
300
კატეგორია:
იურიდიული ლიტ.
ნახვები:
16119
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(22) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [18]
  • 4
    [4]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]