ეროვნული რწმენა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2603
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
შალვა ლელაშვილი
გამომცემლობა
XXI
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კაცობრიობას ერთი დიდი საფრთხე ემუქრება: მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გლობალიზაცია და ჩვენი ყოფის ტოტალური კომპიუტერიზაცია და ინფორმაციზაცია საფრთხეს უქმნიან მცირე ერების (და არა მარტო) საუკუნეების მანძილზე გამოკვეთილ თვითმყოფადობას, ემუქრება მათ ასიმილაციით, ეროვნულ ფასეულობათა დევალვაციით, კულტურის წალეკვით. ამიტომ აშკარად იკვეთება აუცილებლობა მიმდინარე პროცესების მართვისა, რათა გლობალიზაცია იყოს მართვადი, ხოლო თავის მხრივ მართვა უნდა განახორციელონ ადამიანებმა და ამის ძალა შესწევთ მხოლოდ მაღალი ზნეობითა და განსწავლულობით გამორჩეულთ. უფრო მეტიც, განსაკუთრებული როლი ეკისრება ინტელექტუალურ ელიტას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია პრობლემის ღრმად გაცნობიერება, ადეკვატური სტრატეგიისა და მართვის მოდელის შემუშავება. მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ სწავლების პროცესების ინტენსიფიკაციით, რაც მოითხოვს ცოდნაზე დაფუძნებული სპეციალური კომპიუტერული სისტემის შექმნას და მათ გამოყენებას. ამდენად, ხელოვნური ინტელექტი, პერსონალური კომპიუტერები და ინტერნეტი არის ის ბაზა, რომელიც დაედება საფუძვლად სწავლის პროცესებს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენგან უდროოდ წასული გამოჩენილი მამულიშვილის, დიდად განსწავლული, საოცარი ცოდნის პატრონის შალვა ლელაშვილის შრომების კრებული „საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში“. ის იყო ერთერთი პირველთაგანი, ვინც დაინახა გლობალური პროცესების, როგორც კაცობრიობის ევოლუციის გარდუვალი ეტაპის სპეციფიკა და ქართული მანქანური ინტელექტის როლი ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისათვის. შეიძლება ითქვას, რომ შალვა ლელაშვილის შრომების კრებული არის ცოდნის სკივრი, ხოლო შ. ლელაშვილის ნაშრომები არსებითად ორიენტირებულია 21-ე ასწლეულზე - ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეზე. ამ წიგნში გთავაზობთ პირველი სტატიების კრებულს „ეროვნული რწმენა“ შრომების კრებულიდან „საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები