განჯადოება
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2864
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბესო ხვედელიძე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში ახლად ჩასული ალექსი თითქოს ბავშვობისდროინდელ ძველ სახლს უბრუნდება. გატეხილი და ძალაგამოცლილი სხეული იმედით ევსება – სწორედ აქ უნდა დაიწყოს მისი ფერფლიდან აღდგენა, მისი გათავისუფლება იმ წნეხისგან, რომლადაც მას უიღბლო ევროპული სიყვარული და ნაცრისფერი თბილისი ექცა. მისთვის ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ. ალექსს სჯერა, რომ კატმანდუს, მის მკვიდრებს, ჰიმალაებსა და იქაურ ჰაერს მართლაც ჯადოსნური ძალა გააჩნიათ და ისეთივე წარმატებით შეუძლიათ შეასრულონ განჯადოების რიტუალი, როგორც – ნამდვილ შამანებს, თანაც დაგარწმუნონ, რომ ისინი კი არა, სწორედ შენ ხარ შენივე თავის მკურნალი. ასე მოევლინება მთავარ გმირს მხსნელად კატმანდუელი მეგობარი არუნა და საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. ბესო ხვედელიძე თავის ახალ წიგნში ჩვეული სილაღითა და თვითირონიით გვიამბობს მთავარი გმირის სასწაულებრივი განჯადოების ამბავს, რომელიც მხოლოდ ისეთ საოცარ ადგილზე შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორიც ნეპალია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები