სამი დღე ვაქცინამდე
რეიტინგი
3.8 / 5
ნახვა
12996
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლალი მოროშკინა
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
როგორც პოლიტიკის სტაჟიანი ანალიტიკოსი, რომელსაც არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში უმუშავია, ფრიად დამაინტერესა ჩემი მეგობრის და კოლეგის, ლალი მოროშკინას შემოთავაზებამ: – იქნებ თვალი გადაავლო ჩემს ახალ რომანს „სამი დღე ვაქცინამდე“. ლალიმ მშვენივრად იცის, რომ ნებისმიერი რამ, რაც პოლიტიკას ეხება, ყოველთვის ჩემს ცხოველ ინტერესს იწვევს. მომეწონა და ვთხოვე, რომ მოკლე წინასიტყვაობა დამეწერა. „სამი დღე ვაქცინამდე“ არის ერთგვარი Homeland-ის [სერიალი „სამშობლო“] მსგავსი სცენარი, ფსიქოლოგიური თრილერის ელემენტებით, საქართველოსა და ზესახელმწიფოების პოლიტიკური ინტრიგების გადახლართვით, ამჟამად მიმდინარე ზოგან პანდემიური და ბევრგან ინფოსდემიური „კორონას“ ისტორიისა და ანატომიის ავტორისეული აღწერით. რას, რატომ გვიყვება რომანის ავტორი? ნუთუ ეს რეალურია? თუ ეს მწერლის ფანტაზია და „კონსპიროლოგიაა“, იქნებ რეალობის ობიექტური აღქმაა და ერთგვარი წინასწარმეტყველება? თუ ყველაფერი ერთად? შეკითხვები ჩემსავით არაერთს გაგიჩნდებათ და ჩაგაფიქრებთ, რეალობაში მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე მიგაპყრობინებთ დიდ ყურადღებას. მერე კიდევ უფრო ჩაგაფიქრებთ გლობალურ მოვლენებზე. თუ ხართ ამისთვის მზად, მაშინ გაეცანით ამ საინტერესო რომანს. გია აბაშიძე ანალიტიკოსი თბილისი, 2020 წლის მარტი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები