ნაცრისფერი მტევანი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2535
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თორნიკე გოგნიაშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მინიატურა ამ ახალგაზრდა ავტორისთვის არამხოლოდ მხატვრული გამომსახველობის, არამედ აზროვნების ფორმაა. მინიატურის ჟანრში ის ყველაზე ლაღად და ოსტატურად ქმნის ლოგიკურ გარემოს, მერე კი ანაწევრებს მათ ალოგიკური, გნებავთ – პოეტური ქარიზმით. თუმცა, არამხოლოდ მინიატურის, ზოგადად, მცირე პროზის ხერხების ერთგულება თორნიკე გოგნიაშვილის კრებულის მთავარი გარეგნული იერია. ამ ფორმით და ხერხებით უყვება ის მკითხველს ადამიანურ ისტორიებს, ამბებს სისუსტესა და ძლიერებაზე, მარცხზე და გამარჯვებაზე, და სიყვარულზე – რა თქმა უნდა, სიყვარულზე. ეს ამბები თავისთავში ახალი და ვრცელი თავგადასავლების ვნებას ინახავს. ეს კი კრებულს მთლიანობას სძენს და ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს იმას, რასაც შესაძლოა შენ მხოლოდ ცხოვრებას ეძახი და მწერლები კი მისგან ახალ საიდუმლოებებს იწერენ და გვატყობინებენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები