იტვირთება...

ტაიგა

ანდრო ტოროტაძე

850 ნახვა
5
(0 რეცენზია /16 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ტაიგა" გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ყოველდღიურობის ერთგვარი მატიანეა, ერთი ადამიანის თავგადასავალი, რომელიც მაშინდელი საქართველოსთვის იმდენად ტიპიური და დამახასიათებელია, რომ შეიძლება განზოგადდეს კიდეც. ავტორი-მთხრობელი, რომელიც, ამავე დროს, წიგნის მთავარი გმირია, პირველ პირში გვიყვება თავის შფოთიან და საინტერესო თავგადასავალს და მკითხველიც მის კვალდაკვალ იხსენებს ან ეცნობა იმ მკაცრ და ულმობელ სინამდვილეს, დღეს "ბნელ და ცივ 90-იანებს" რომ ვუწოდებთ. "ტაიგა" იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც ადამიანები უმძიმეს პირობებში იბრძოდნენ თავის გადარჩენისა და ყოველდღიური არსებობისთვის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი და მხოლოდ ბეწვის ხიდზე გავლის, მთელი ძალ-ღონისა და ენერგიის დაძაბვის და მთელი ნიჭისა და უნარის მოხმობის შედეგად აღწევდნენ წარმატებას. წიგნში აღწერილი ის კრიმინალურ-განგსტერული ამბები, სათავგადასავლო ტრილერის სიუჟეტს რომ ჰგავს, მაშინდელი საქართველოს სამწუხარო სინამდვილე იყო. თუმცა არა მხოლოდ საქართველოსი, ცხადია - მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის - მაგრამ საქართველოში ამას სამხედრო გადატრიალებითა და რუსეთის აგრესიით გამოწვეული შედეგებიც ემატებოდა, რაც საერთო ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა. განსაკუთრებულად საინტერესოა თხრობის ის ნაწილი, რომელიც ციმბირსა და ტაიგაში მომხდარ რეალისტურ და ხელშესახებ თუ ამოუცნობ და იდუმალ მოვლენებს აღწერს - თხრობა მაგიური ტაიგის მაგიურად მომნუსხველი და მათრობელი ენერგეტიკისა და რაციონალური ლოგიკით აუხსნელი იმ იღბლის შესახებ, მისტიკურმა, იდუმალმა და ამოუცნობმა ტაიგამ რომ მოუტანა წიგნის გმირს. თხრობის ენაში გვხვდება ჟარგონიც, ბარბარიზმებიც, ვულგარიზმებიც - მთელი ის დამახასიათებელი ლექსიკა, რომელიც ისევე წარმატებით გადმოსცემს იმ დროის თავისებურებებს, როგორც სიუჟეტი და მისი ცალკეული ეპიზოდები - თხრობის ენაც იმ დროის შესაბამისია, მეტადრე, პერსონაჟების პირდაპირი მეტყველება. ამ წიგნს კიდევ ერთი აღსანიშნავი თავისებურება აქვს - მიუხედავად იმისა, რომ იმ მძიმე დროის შესახებ გვიყვება, წიგნის თხრობა არ ამძიმებს მკითხველს, პირიქით, ართობს და ახალისებს კიდეც, რადგან მას თან გასდევს ის დაუღალავი ენერგიულობა, სიცოცხლის სიყვარული, ამოუწურავი ოპტიმიზმი და მსუბუქი იუმორი, რომლითაც მისი მთავარი გმირი გამოირჩევა და რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს მისი ბრძოლის იარაღი იყო. ქეთი ტოროტაძე, რედაქტორი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-2080-9
სათაური:
ტაიგა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
850
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(16) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [16]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]