იტვირთება...

შავი მზე

მარიამ კავილაძე

3,130 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
16
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შავი მზე: უფსკრული, რომელშიც იძირება ის, ღმერთი და ყველაფერი სხვა. წრე, რომელიც შთანთქავს ფერად ატომებს და ასხივებს რადიაციულ სიზმრებს. ვარდნა, რომელიც ძირავს თავის თავში მეს, გაორებებს და ნაპერწკალს. ქაოტური კავშირების ჯაჭვი. ფერადი მდინარეების მამოძრავებელი ბურთი. მეტაფორების შემწპებელი ენერგია.შავი მზე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ჩემი თაობა. სექსი. ნარკოტიკები. ტკივილი. ჩემი თაობაზე ასე იზრდება. თვითგანადგურებაზე დაყვანილი არსებობა. სიკვდილის და სიცოცხლის გათანაბრება. თვითმკვლელობის ხიდზე მდგომები. ღამის ბარებში ჩხუბი. პერეზოდით დახოცილი გოგოები. ციხე. სკოლის ეზოში ნაპოვნი პრეზერვატივი. ატხადნიაკზე შეზიზღებული ცხოვრება. მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან. ჰორმონების რევოლუცია. მიჯაჭვულობა, გამოყენება. ფარდააუხდელი შინაგანი სიმართლეების მტვრად ქცევა. აჩქარებული პულსის სიყვარულად აღიარება. მბჟუტავი ცეცხლი შენში, ჩემში. განვლილი გზის სიმახინჯეები. დემონებად ქცეული ანგელოზები. ბოზები, დილერები, მტრები, მეგობრები. ნუგეშის ძებნა განმარტოვებულზე სიმღერის ტექსტებში. გაუჩინარების სურვილი. წამიერად ან სამუდამოდ. სიგარეტის ღრმა ნაპასები. გაიგივებული ღმერთობასთან. როცა უბრალოდ საკუთარ თავს ნელა იკლავ. კატასტროფული მოძღვავება ენდორფინების. ცხოვრების მუღამის დაკარგვა და არაფრობაში გადაშვება. ბოროტების ყვავილებივით ამოსული ამპარტავნება მდიდრებში და პოხუისტური დამოკიდებულება ღარიბების მიმართ. შვება. სიმძიმე. ჩასუნთქვა. ამოსუნთქვა. გაქცევა. დაკარგვა. პოვნა. გაქცევა. თვითშეცნობის დაზიანებული წრე. ჩვენ საკუთარი თავის ვერ გაქრობის გამო სხვა დანარჩენი ფასეულობები და ღირებულებები გავაქრეთ და ყალბ ნიღბებს ამოფარებულნი ვამბობთ: მიყვარხარ.. ბედნიერი ვარ.. ცხოვრება მშვენიერია.. სინამდვილეში კი გაუცხოება დაგვემართა ოდესღაც. სინამდვილეში არ ვიცით ვინ ვართ, ან როგორ ვართ. სინამდვილეში გვეშინია შეცდომების დაშვების მაგრამ მაინც ვუშვებთ. სწრაფად და შეუჩერებლად. ეს ჩამონათვალი საკმარისი არაა აღვწერო ის მომხიბლავი ტრაგედია, რომელშიც ვცხოვრობთ. მესიჯი კი ერთადერთია: გადაგვარჩინეთ!
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941485671
სათაური:
შავი მზე
გამოცემის თარიღი:
2019
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
3130
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]