ბოშური რომანსერო
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
5021
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფედერიკო გარსია ლორკა
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, ხოლო ბოშურობა არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ წიგნად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით. თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რა არის ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისთვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესია. ლორკას, რა თქმა უნდა, აქვს არაერთი სხვა შედევრიც, მაგრამ ასეთი შთამბეჭდაობისთვის აღარასოდეს მიუღწევია, და მისი სახელი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ლირიკოსისა, არსებითად ამ პატარა კრებულს ემყარება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები