იტვირთება...

წერილები ჩემი სოროდან

მანანა ჭირაქაძე

1,374 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.5
0.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შარიკა ბურთიკაშვილისა და მისი მეგობრების საოცარი და უცნაური ამბები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მას მერე, რაც ბავშვებისათვის შარიკა ბურთიკაშვილისა და მისი მეგობრების თავგადასავლების მოყოლა დავიწყე, ბევრმა ტურტლიანმა წყალმა ჩაიარა ამ ჩვენი დედა-მდინარის მკერდზედ, რომელსაც ჩვენ, ქართველებმა, მტკვარი (კუროსი, ანუ-მტკნარი, ანუ-წმინდა) ვუწოდეთ. არ გეგონოთ, რომ განათლების საყოველთაო-სახალხო-ეროვნული პროგრამა მქონდა დასახული მიზნად და სრულიად საქართველოს ნორჩი თაობის გასანათლებლად ან დასამოძღვრავად ვირჯებოდი, სრულებითაც არა, მე მუდამ კონკრეტულ, რეალურად არსებულ პიროვნებებს ვუძღვნიდი ხოლმე ამ ჩემს გრძნობის თაიგულებს და, აბა რა ჩემი ბრალი იყო, თუ მათ სხვაც ისმენდა და წაიკითხავდა? რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალი სულაც არ იყო, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა გულშიც კი არასდროს გამივლია, მით უმეტეს კი თავში!... ვიდრე საკუთრივ ამბების მოყოლას შევუდგებოდე, მინდა გაგაცნოთ ამ წიგნის გმირები და გიამბოთ მათი დაბადების ამბავი. ამბავი კი ასე დაიწყო: ძალიან დიდი ხნის წინათ, დაახლოვებით ძველიქვის ხანის ქვედა საფეხურის შუაწლებში ცხოვრობდა ორი პატივცემული ძმა, ვისთანაც ვმეგობრობდი. მათ ძალიან უყვარდათ ჩემთან თამაში, სეირნობა და ჩემი მოყოლილი ამბები. ერთ მშვენიერ დღეს ამ მეგობრებს ქუნთრუშა-ბატონები შეეყარათ და მათთან მისვლის ნება მხოლოდ იმათ დართეს, ვისაც ქუნთრუშა უკვე მოხდილი ჰქონდა. სამწუხაროდ, მე მათ რიცხვში არ აღმოვჩნდი და მონახულების უფლებაც ვერ მივიღე. ხოდა, დავრჩი ასე უფლებაშეზღუდული!... თუ მკითხავთ, ტელეფონი ხომ გქონდა, დაგერეკა და გესაუბრაო, მოგახსენებთ, რომ ძველი ქვის ხანაში ტელეფონი მხოლოდ სოციალური უპირატესობის მაჩვენებელ ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ჩვეულებრივ მოკვდავებს მასზედ ხელი არ მიუწვდებოდათ. ჩვენ კი ერთმანეთი ძალიან გვენატრებოდა. რა უნდა მექნა? გადავწყვიტე მათთვის მხიარული სათავგადასავლო წერილების მიწერა რომ ქუნთრუშისაგან შეწუხებული მეგობრები ცოტათი მაინც გამერთო. აი სწორედ მაშინ დაიბადა ჩვენი სამეგობროს უხუცესი წევრი ჩაიდანა-ჩიბუხა, კაცი მართალი, პატიოსანი და მხიარული.... უნდა მოგახსენოთ, რომ ჩაიდანა-ჩიბუხას მხიარული თავგადასავლები დიდად შეუყვარდათ იმ წერილების ადრესატებს და როდესაც კარანტინს ყავლი გაუვიდა და მათთან მისასვლელი გზაც გამეხსნა, წერილობითი ამბები ზეპირი თხრობით გაგრძელდა... დიახ, თქვენ სწორად გამოიცანით, დროთა განმავლობაში იმ ზღაპრების უმრავლესობა მთხრობელისა და მსმენელის მეხსიერებიდან გაქრა და შემორჩა მხოლოდ პერსონაჟის სახელი ჩაიდანა-ჩიბუხა....
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9615-9-5
სათაური:
წერილები ჩემი სოროდან
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
გვერდები:
144
კატეგორია:
საბავშვო
ნახვები:
1374
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]