იტვირთება...

ჩემი აზერბაიჯანი

ანდრო ტოროტაძე

658 ნახვა
5
(0 რეცენზია /8 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ჩემი აზერბაიჯანი", ახალგაზრდა ქართველი კაცის აზერბაიჯანული სიყვარულისა და თავგადასავლების შესახებ რომ მოგვითხრობს, პოლიჟანრული რომანია. ის სათავგადასავლოც არის, სასიყვარულოც, გარკვეულად, დოკუმენტურიც და მძაფრსიუჟეტიან და მოგზაურობათა ჟანრებსაც ეხმიანება. ახალგაზრდა კაცის ცხოვრება, მისი გრძნობებისა და განცდების სამყარო, მისი თავგადასავალი ხომ ლიტერატურის მარადიული თემაა, რის გამოც ამ თემაზე შექმნილი წიგნები მუდამ არის მკითხველის ინტერესის საგანი. "ჩემი აზერბაიჯანი" მკითხველს უანგარო და უპირობო სიყვარულზე მოუთხრობს, ისეთ სიყვარულზე, რომელსაც არ აქვს ეთნიკური, რელიგიური და გეოგრაფიული საზღვრები. თუმცა "ჩემი აზერბაიჯანი" მხოლოდ სიყვარულზე არ არის. ამ თემატურად მრავალფეროვან წიგნში მკითხველი წაიკითხავს აგრეთვე მეგობრობის, ძმადნაფიცობის, ერთგულების, კორუფციის, მაფიის, ბიზნესის წარმოებისა და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ. ავტორის ხელწერა და თხრობის მანერა: სადა, ბუნებრივი, ცოცხალი, სასაუბრო ენა, ასე ვთქვათ, საყოველდღეო ქართული, დინამიური, უშუალო და ყოველგვარი მანერულობისგან თავისუფალი თხრობა, თემების მრავალფეროვნება და მონაცვლეობა და მსუბუქი იუმორი, თხრობას რომ გასდევს, წიგნს საინტერესოდ და სასიამოვნოდ საკითხავს ხდის. რომანის მოქმედება 1990-იანი წლების მიწურულის აზერბაიჯანში მიმდინარეობს, პოსტ-საბჭოთა სინამდვილის ფონზე. "ჩემი აზერბაიჯანი" შემეცნებითი თვალსაზრისითაც საინტერესოა, რადგან ის კავკასიაში ჩვენი მეზობლის, აზერბაიჯანის და მისი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ყოფასაც გვაცნობს. მე ვფიქრობ, რომ ამ წიგნს გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური ღირებულებაც აქვს - ორი მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებისა და ეთნიკური და რელიგიური ბარიერებისა თუ მცდარი სტერეოტიპების დაძლევის თვალსაზრისით. წიგნის გარეკანზე გამოყენებულია თანამედროვე ფრანგი მხატვარი ქალის, მარი-პიერ კიუნის ნახატი "ფორტეპიანოს გაკვეთილი". ქეთი ტოროტაძე, რედაქტორი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-1898-1
სათაური:
ჩემი აზერბაიჯანი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
658
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(8) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]