შესავალი ალბათ არ არსებობს თანამედროვე სამყაროში ადამიანი,რომელიც მგზავრის ან უბრალოდ ვიზიტორის სახით,ერთხელ მაინც არ ყოფილა აეროპორტში.
გაიხსენეთ აეროპორტში თქვენი პირველი სტუმრობა.დარწმუნებული ვარ ემოციური და შთამბეჭდავი იყო.განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირველად სარგებლობდით აეროპორტის სერვისით და მიფრინავდით სადმე აეროპორტიდან.აეროპორტის სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები და ღელვა ახლავს თან და ამას აქვს თავისი ახსნა.
დღეს როდესაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის,ათასობით სხვადასხვა სერვისია ხელმისაწვდომი და თუნდაც ტექნიკური პროგრესის მიღწევებით რთულად თუ ვინმეს გააკვირვებ. ავიაციის სფერო და კონკრეტულად აეროპორტი ,ჯერ კიდევ რჩება,ერთ-ერთ იმ განსაკუთრებულ ადგილად,რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე.
მაგრამ რა ვიცით ჩვენ აეროპორტზე? მხოლოდ ის რომ აეროპორტში მოფრინავენ და მიფრინავენ საჰაერო ხომალდები ანუ ბევრი არაფერი.მსოფლიოში ათასობით ადამიანი, ყოველ დღე იყენებს აეროპორტის სერვისებს.ისინი მიფრინავენ და მოფრინავენ ათასი სხვადასხვა მიმართულებით და უნებლიეთ ამ გიგანტური პროცესის თანამონაწილეები ხდებიან .
თანამედროვე სამყაროში,ჩვენ თანდათან გავხდით „ გულგრილი “ მომხმარებელი და უკვე მივეჩვიეთ იმას,რომ ყოველდღიურად ვიყენებთ უამრავ სხვადასხვა სერვისს. ვიყენებთ საბანკო სისტემის პროდუქტებს,საზოგადობრივ ტრანსპორტს, დავდივართ სავაჭრო ობიექტებში, მივმართავთ ჯანდაცვით დაწესებულებებს,ვსწავლობთ სასწავლებლებში ,დავდივართ კვებით ობიექტებში და ა.შ.
მაგრამ თუ დავფიქრებულვართ ჩვენ ერთხელ მაინც ,თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სამსახური ან დაწესებულება. როგორ ფუნქციონირებს საბანკო სისტემა როდესაც ჩვენ ელემენტალურად თანხას ვიღებთ ბანკომატიდან , ან რა რთულ სამუშაოს ასრულებენ ყოველდღიურად ექიმები, მასწავლებლები, მძღოლები,მზარეულები,პოლიციელები და ა.შ. როგორ იმართებიან მაგალითად სავაჭრო ობიექტები ,იმისთვის რომ ჩვენ შეუფერხებლად ,ნებისმიერ დროს შევიძინოთ რაც კი მოგვინდება. წარმოგიდგენიათ,რამდენად გვიმარტივებენ ცხოვრებას ყველა ამ სფეროს წარმომადგენლები. პასუხი იქნება არა.ეს ყველაფერი ხომ თავისთავადია და ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი.მაშ რატომ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ამ ყველაფერზე.
ამ პატარა წიგნში მე რათქმაუნდა არ ვაპირებ ამ საკითხებზე თქვენი ყურადღების გამახვილებას.
(თუმცაღა რათქმაუნდა თითოეული ზემოთაღნიშნული სამსახურის,მუშაობის პრინციპის განხილვა, ძალზედ შემეცნებითი იქნებოდა),არამედ უბრალოდ მინდა გაგაცნოთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაწესებულების „ აეროპორტის “ მუშაობის პრინციპი, იმისთვის,რომ შემდეგში, როდესაც თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწევთ აეროპორტში სტუმრობა.თქვენ აღარ იყოთ უბრალო „ მოწყენილი “ ვიზიტორის ან აეროპორტის სერვისების მორიგი მომხმარებლის როლში, არამედ უფრო დიდი ინტერესით მიადევნებთ თვალყური იქ მიმდინარე პროცესებს და როგორც ამ სფეროში სხვებზე უფრო მეტად გარკვეული ადამიანი, მეტად დააფასოთ იქ დასაქმებული პროფესიონალების მუშაობა .
მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.