ჩვენი თემო
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1208
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დავით ციკო
გამომცემლობა
ციკო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თემო კაკლის ყვითელ წითელი ფოთლებით დათოვლილი ფაიტონის უკანა სავარძელზე ნახევრად გადაწოლილი, თავადივით იჯდა, თვალები დახუჭული ჰქონდა მას და სახეზე ბავშვური სუფთა ღიმილი ეფინა. -აქეთ ექიმო! - წარმოთქვა იამ და ექიმი თემოს გაგასინჯად მიუშვა, მან თემოს შუბლზე ხელი დაადო, მერე პულსი გაუსინჯა და იას გადახედა. -რა ხდება ექიმო?! - სახე დაკარგული შეეკითხა მას ია. ექიმმა ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა და ჩაილაპარაკა: “მორჩა აქაური წვალება”. მერე მან თემოს ხელიდან ბოთლი არაყი და ჭიქა ჩამოართვა, მომტირალ იასკენ მობრუნდა და წარმოთქვა: -ამ კაცმა ორიოდე წლის წინ მე შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინა, ქალაქში ხანძრის დროს, ვინ იყო მეთქი ის ვაჟკაცი სულ ვფიქრობდი და აი ახლა ვიცანი. მე მას პატივიც კი ვერ ვეცი, ნათელში ამყოფოს უფალმა, ამოიოხრა მოხუცმა ექიმმა და თემოს საყვარელი წელში გამოყვანილი ჭიქით მისი შესანდობარი დალია. ვინმე თუ დარჩა შვილო, რომ მიხედოს და გააპატიოსნოს ეს კარგი ადამიანი? -კი მე, მე დავდჩი, მე და ვარ მისი და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საიჭოა მიუგო გატეხილი ხმით იამ ექიმს. მეც გვერდით მიგულე, დღესვე დავურეკავ ჩემს შვილს, რომ ქალაქიდან ამოვიდეს და ყველაფერზე იზრუნოს. - წარმოთქვა გულდაწყვეტით ექიმმა, შემდეგ ბერიკაცმა თემოს სახლ-კარს მოავლო თვალი. -ეს რა თასებია ფანჯრებში გამოწყობილი შვილო? - იკითხა მან. -ეს მისი მოპოვებული პრიზებია, ბატონო. - უპასუხა იამ, - ის ერთ დროს უძლიერესი მოკრივე გახლდათ. -რა გვარის კაცი იყო? -თემო არაბული! - მიუგო იამ. -არაბული? - გაიკვირვა ბერიკაცმა, - ეს, ის არაბულია? -კი, ის არის. - უპასუხა იამ ექიმს და სინანულით სავსე ლამაზი თვალები ძირს დახარა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები