მეხუთე სეზონი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4024
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნ. კ. ჯემისინი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს: პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა. ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება. და უარესი - დედამიწის ერთადერთი კონტინენტის - სიმშვიდის - შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს. ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე. მისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა დედამიწას - თუ ეს ბრძოლა, ქალიშვილს დაუბრუნებს, მზად არის, ის საკუთარი ხელით მოსპოს. აფროამერიკელი მწერალი ნ. კ. ჯემისინი 1972 წელს აიოვაში დაიბადა, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში. "მეხუთე სეზონი" ჯემისინის სერიის, "განწირული მიწის", პირველი წიგნია, რომელსაც 2016 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში "ჰიუგოს" პრემია მიენიჭა. რომანი "ნებულასა" და "ლოკუსის" ნომინანტიც იყო. სერიის მეორე წიგნისთვის - "ობელისკის კარიბჭე" - მწერალს მეორე "ჰიუგო" გადაეცა. იგი პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული პრემია ზედიზედ მიიღო. ტრილოგიის მესამე წიგნი "ქვის ცა" კი "ნებულას" პრემიით დაჯილდოვდა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები