იტვირთება...

დათოს გზა ფინანსური წარმატებისკენ

ევგენი ლეფსაია

5,075 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.49
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნი შემეცნებითი ხასიათისაა და განკუთვნილია ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის ვინც დაინტერესებულია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით. წიგნის თემატიკა მოიცავს, პირადი ფინანსების და ზოგადად ფინანსური წიგნიერების სფეროს და მოგვითხრობს, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილო ახალგაზრდის, დათოს ფინასური წინსვლის საინტერესო ისტორიას. დათოს ამბავი გადმოცემულია ადვილი და გასაგები ენით. ის სავსეა ფინანსური წიგნიერების ამაღლების გზაზე, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო , მარტივი საბაზისო რჩევებით და მამოტივირებელი მაგალითებით. წიგნში მოყვანილი ინფორმაცია ადვილად აღქმადია. ის არ არის გადატვირთული რიცხვებით, გრაფიკებით, მეცნიერული და ფინანსური ტერმინებით. წიგნის ბოლოს ასევე მოყვანილია განმარტებები, რომელიც დაგეხმარებად შინაარსის უკეთ გაგებაში.
ვრცლად
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გამარჯობა ძვირფასო მკითხველო . რადგან შენ დაინტერესდი აღნიშნული წიგნით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დაფიქრდი შენს ფინანსურ მდგომრეობაზე და აღარ გაკმაყოფილებს ის ვითარება რომელშიც შენ ამჟამად იმყოფები. ეს წიგნი ნამდვილად სწორი არჩევანია , რადგან ის დაგეხმარება გადადგა პირველი ნაბიჯები შენი ფინანსური წიგნიერების ამაღლებისკენ* და მოგცემს მოტივაციას იარო ფინანსური წარმატების გზით. ყველანი ვთანხმდებით იმაზე , რომ ფულის შოვნა როგორც წესი საკმაოდ რთულია . გაცილებით რთულია მისი დიდი ხნით შენარჩუნება და მითუმეტეს გამრავლება. სამწუხაროდ ადამიანების უდიდესი ნაწილი ,არც კი დაფიქრებულა მსგავს საკითხებზე. ისინი თავისი შრომით და გარჯით ნაშოვნ ფულს ისე მარტივად და უმეტესწილად უმიზნოდ ხარჯავენ (ყოველდღიურად) , რომ ბოლოს ყოველთვის უკვირთ ხოლმე , თუ სად წავიდა ამდენი ფული. ალბათ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს სიტუაცია ყველასათვის კარგად ნაცნობია. მეორეს მხვრივ, როგორ უნდა დაიჯერო ის ,რომ ადამიანები შეგნებულად ჩადიან ამგვარ ქმედებას და ხშირად რბილად რომ ვთქვათ დაუფიქრებლად ხარჯავენ მთელს თავის შემოსავალს ისე , რომ მათ არაფერი რჩებათ ( სხვა სურვილების ასასრულებლად) გადასადებად. გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი , რომ უმეტესწილად ეს სულაც არ არის მათი ბრალი. ყველაფერი კი გაცილებით მარტივია და სწორი ფინანსური აზროვნებისა და ფინანსური წიგნიერების უკმარისობით არის განპირობებული. ამ ადამიანების უმრავლესობამ ,არც კი იცის ან უბრალოდ არ დაფიქრებულა იმაზე , თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი შემოსავლები და ხარჯები , საკუთარი ფინანსები . იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში , კოლეჯში თუ შემდეგ უკვე უნივერსიტეტში, ჩვენ ყველანი ვიღებთ საკმაოდ მრავალფეროვან, თუმცა ზოგად განათლებას და გამოცდილებას , რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ,უმეტესწილად სრულიად გამოუსადეგარი არის როგორც წესი და სამწუხაროდ საერთოდ ვერ ვიღებთ , ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად საჭირო და აუცილებელ , იგივე ფინანსურ განათლებას, იმისთვის,რომ შევძლოთ საკუთარი ფინანსების და ფინანსური მდგომარეობის სწორად და მარტივად მართვა, ეს სულაც არ არის გასაკვირი. გარდა ამისა , ხშირ შემთხვევაში , მრავალ ოჯახშიც კი, ფულის თემა ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული და ჯერ კიდევ ერთგვარად ტაბუდადებულია . ფულზე საუბარი ,ასეთ ოჯახებში, ძალიან პრიმიტიული , კონკრეტული საკითხებით შემოიფარგლება როგორც წესი. ასეთ ვითარებაში , ფინანსური განათლების მიღებაზე და სწორი ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებაზე საუბარიც კი ზედმეტია. არადა მე ვსაუბრობ ისეთ საბაზისო ( საწყის) ფინანსურ ცოდნაზე, რომელიც მარტივად შეგვაძლებინებდა საკუთარი ფინანსების უფრო წარმატებით და ყაირათიანად ხარჯვას , ფულის სწორად განკარგვას , ფულის შენახვას ,სწორი გზით დაბანდებას, ოჯახის ბიუჯეტის და ფინანსური გეგმის შედგენას და სხვა საკითხებს. გაგვარკვევდა თუნდაც ბანკთან ურთიერთობისთვის აუცილებელ, საბაზისო საკითხებში , ტერმინებში და ა.შ. ამ დროს, ჩვენს ირგვლის არსებობენ ადამიანები ,რომლებიც უდაო პროფესიონალები არიან ისეთ ურთულეს სფეროებში ,როგორიცაა მაგალითად: ფიზიკა , მათემატიკა, ორგანული ქიმია , ინჟინერია , მედიცინა ,ინფორმაციული ტექნოლოგიები და მრავალი სხვა. ამავდროულად ისინი სრულიად უსუსურნი და მოუმზადებელნი არიან , ფინანსებთან დაკავშირებულ ძალზედ მარტივ და უბრალო ყოფით საკითხებში . ასეთი ადამიანები უმრავლესობა ზრდასრულ ასაკშიც კი ვერ ახერხებეს საკუთარი ფულის სწორად და მართებულად განკარგვას , ხარჯების აღრიცხვას და კონტროლს ,ფულის სწორად შენახვას და დაბანდებას , დანაზოგის ფორმირებას , ოჯახის ბიუჯეტის შედგენას და ა.შ. ბანკთან ან რომელიმე სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობისას, ვერ ხვდება ერთი შეხედვით ძალზედ მარტივ „ საბანკო“ ტერმინებს ( მაგალითად , ანუიტეტი , ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, კრედიტი და ა.შ.), ხელშეკრულებაში გაწერილ პირობებს ( ასეთი ადამიანების უმეტესობა კრედიტის ან იპოთეკის აღების დროს , ხშირ შემთხვევაში ვერც კი ხვდება რას და რა პირობებით აწერს ხელს) და სხვა ფინანსურად მნიშვნელოვან საკითხებს. ამიტომ ყოველთვის მჯეროდა, რომ ფინანსურად განათლებული ადამიანი არა მარტო თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა მიღებულ ცოდნას არამედ სახელმწიფოსაც გაუწევდა დიდ დახმარებას , თუნდაც იმით, რომ ქვეყანაში იკლებდა გადამხდელუუნარო ადამიანების რიცხვი, ასევე ჭარბვალიანობა და პირიქით მოსახლეობაში მოიმატებდა ფინანსური თვითშეგნების დონე და დოვლათი. ამ მხრივ ეს წიგნი საინტერესო იქნება ბევრისთის, რადგან ის დაწერილია ძალზედ მარტივი და უბრალო ენით ,რომელიც განკუთვნილია ფინანსურად არაპროფესიონალი მკითხველისთვის. ის შეიცავს საინტერესო თეორიულ ნაწილს , პრაქტიკულ მაგალითებს და არ არის გადატვირთული რაიმე სახის განტოლებებით, მოსაწყენი გრაფიკებით ან რთული მათემათიკური გამოთვლებით. ვფიქრობ ფინანსური განათლების საბაზისო საკითხებში გასარკვევად, თეორიული ნაწილი და კონკრეტულ მაგალითებზე აგებული თხრობა , მეტად აღქმადი და დასამახსოვრებლად ადვილი იქნება თქვენთვის. წიგნის კონცეპცია დაფუძნებულია სწორი ფინანსური აზროვნებისა და ფინანსური წიგნიერების რამდენიმე ყველაზე ძირითად და საბაზისო დებულებაზე (თეზისზე). ესენია: ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა, ხარჯების ანალიზი ,ხარჯების ოპტიმიზაცია (შემცირება) და კონტროლი, ფულის დაზოგვა და შეგროვება, შემოსავლის გაზრდა, ფულის დაბანდება და ა.შ. ამავდროულად წიგნში მოყვანილი ინფორმაცია იმდენად ადაპტირებულია ,რომ თითქმის არსად ,არ არის გამოყენებული არცერთი რიცხობრივი ან თანხობრივი მაჩვენებელიც კი. გახსოვდეთ ფინანსური წინსვლა ეტაპობრივი და ნელი პროცესია. მიზნის მისაღწევად საჭიროა მუდმივი თვითგანვითარება, სწავლება და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის გათვითცნობიერება. ასევე უთუოდ საჭიროა დიდძალი მოტივაცია , საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების დიდი სურვილი და ამ ცვლილებებისთვის მზადყოფნა .ასევე რათქმაუნდა გარკვეული (ფინანსურ კეთილდღეობაზე გამიზნული) ქმედებები და აქტივობები აღნიშნული მიმართულებით . რაც მთავარია მუდმივი რწმენა იმის, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. პირველი ნაბიჯების გადადგმაში კი , აღნიშნული წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ. ის ერთგვარი სტიმულის მომცემი და მამოტივირებელი იქნება. რადგან მასში მოთხრობილი ფინანსური წარმატების ისტორია მარტივ მაგალითებზეა აგებული ,რაც ერთობ დამაფიქრებელია
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
დათოს გზა ფინანსური წარმატებისკენ
გამოცემის თარიღი:
2019
კატეგორია:
თვითგანვითარება
ნახვები:
5075
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]